სხვა საქართველოში 25 აპრილიდან გამოიდარებს 2013, 23 აპრილი, 20:27 მთელ საქართველოში 25 აპრილიდან გამოიდარებს. ოთხშაბათს, დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი დაფიქსირდება, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში; ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარი 17-21 მეტრი წამში; ტემპერატურა დაბლობში 7-12 გრადუსი სითბო იქნება, მთაში 3-8 გრადუსი, მაღალ მთაში კი 0+5. თბილისში 24 აპრილს დროგამოშვებით მოიღრუბლება, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 15 მეტრი წამში, დროგამოშვებით 28-30 მეტრ წამში. ტემპერატურა კი სავარაუდოდ 15 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება, დასავლეთის მსგავსად დროგამოშვებით მოიღრუბლება, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში; ტემპერატურა ბარში 11-16 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, მთაში 3-8, ხოლო მაღალ მთაში 0+5 გრადუსი სითბო. 48 5-ს მოსწონს
|