x
image
ხიზანიშვილი
კობა დავითაშვილის "ქართულ ოცნებაში" დარჩენა არ დარჩენის საკითხზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს

image- კობა დავითაშვილის "ქართულ ოცნებაში" დარჩენის საკითხზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სტრასბურგიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაიმართება. "არ ვაპირებ სატელეფონო საუბრებზე საჯაროდ ლაპარაკს" ასე გამოეხმაურა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას. დეპუტატის თქმით მას გუნდურობის პრინციპი არ დაურღვევია და ამ საკითხზე პირადად პრემიერ-მინისტრს ორჯერ სთხოვა შეხვედრა. სერგეენკოს გადაწყვეტილების საკითხი დააყენა პარტიისა და ფრაქციის გაფართოებულ სხდომებზეც. დავითაშვილი განმარტავს, რომ მხოლოდ ამ უშედეგო შეხვედრების შემდეგ გადაწყვიტა საჯაროდ საუბარი. საპარლამენტო უმრავლესობაში კი სერგეენკოს მხრიდან სადაზღვევო კომპანიებთან ყოველგვარ კორუფციულ სქემაში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავენ. მიუხედვად ამისა ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევს.

- როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა მას არცერთი ნაბიჯით არ გადაუხვევია არც კონსტიტუციიდან და არც გუნდური თამაშის წესებიდან, ამიტომ ის არ აპირებს არც უმრავლესობის დატოვებას და არც პარლამენტის დატოვებას, რადგან ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისივე განცხადებით ის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას დაელოდება და მანამდე რაიმე აქტივობას არ აპირებს.

1
39
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
39
  
0 1 1