x
image
ხიზანიშვილი
დიმიტრი შაშკინი ქვეყნის დატოვების და დაბრუნების მიზეზებზე საუბრობს


image- თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში, სატელევიზიო არხების ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც ქვეყნის დატოვების და დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა. შაშკინი, ქვეყნის დატოვების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, თავისი ოჯახის უსაფრთხოებას და თავისივე ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. ამ უკანასკნელზე კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მას აქვს დაავადება, რომელსაც სჭირდება დიდი ყურადღება და მას სჭირდებოდა რეაბილიტაციის კურსის გავლა. რაც შეეხება ოჯახის უსაფრთხოებას, იგი აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ მის უმცროს შვილს მიაყენეს ფიზიკური შეურაწყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მისი შვილი იყო. ასევე ამბობს რომ მან ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება იმედგაცრუების გამოც მიიღო, რომელიც ოქტომბრის არჩევნებმა გამოიწვია.

- ჩამოსვლის მიზეზების შესახებ, დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ის მიხვდა, რომ მიუხედავად იმედგაცრუებისა მისი შვილები უნდა გაიზარდონ საქართველოში. აღარც იმის ეშინია, რომ მის შვილთან დაკავშირებული ინციდენტი განმეორდება, რადგან საზოგადოება გამოვიდა არჩევნების შემდგომი ეიფორიიდან. ის ასევე აღნიშნავს, რომ მზად არის უპასუხოს მისდამი დასმულ აფსოლიტურად ყველა კითხვას, როგორც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ასევე ჟურნალისტების მხრიდანაც.

0
24
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0