x
image
ხიზანიშვილი
დიმიტრი შაშკინი საქართველოში დაბრუნდა

image- საქართველოში, დღეს დილით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაბრუნდა. ის სამშობლოში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. როგორც მან განაცხადა, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან თუ ამის საჭიროება იქნება. დიმიტრი შაშკინმა, თავის ოჯახთან ერთად, საქართველო, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა და მას შემდეგ შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. საქართველოდან გამგზავრების მიზეზად, შაშკინი, პოლიტიკურ და პირად მოტივებს ასახელებდა. მას თავდაცვის მინისტრის პოსტი სულ რამდენიმე თვე ეკავა, მანამდე კი სასჯელაღსრულებისა და განათლების სამინისტროებს ხელმძღვანელობდა. ახალ ხელისუფლებას, სამივე პოზიციაზე, მის მუშაობასთან დაკავშირებით აქვს კითხვები. მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 113 მილიონიან დეფიციტსა და გაცემულ პრემიებზე.

- დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ყველამ და მათ შორის ახალმა ხელისუფლებამ იცოდა, რომ ის და მისი ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ის არის ჯერ-ჯერობით თავისუფალი და აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, სად წავიდეს და სად იცხოვროს. მისივე განცხადებით ის საქართველოს მოქალაქეა და აქედან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო. მან ასევე აღნიშნა, რომ ის, მისდამდი დასმულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

0
57
8-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0