x
image
ხიზანიშვილი
დატოვებს თუ არა პოსტს თეა წულუკიანი დიპლომის არქონის გამო

image- აქვს თუ არა იუსტიციის მინისტრს უმაღლესი იურიდიული განათლება და დატოვებს თუ არა ის ამის გამო თანამდებობას. ფეისბუქში უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის, ინტერვიუ გავრცელდა, სადან ნათქვამია, რომ თეა წულუკიანს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით აქვს დამთავრებული და ამიტომ არ შეიძლება ის იუსტიციის მინისტრი იყოს. როგორც ცნობილია, ამ თემაზე, თავად წულუკიანმა ინტერვიუზე უარი თქვა. არასამთავრობო ორგანიზაციები საკითხის გამოთხოვას და პრობლემის გარკვევას გეგმავენ. კონსტიტუციონალისტები კი ამბობენ, რომ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს აუცილებელია იურიდიული განათლება ჰქონდეს.

- იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდძე, სადაც თეა წულუკიანის ბიოგრაფიაა გამოქვეყნებული წერია, რომ მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ასევე გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების რამდენიმე კურსი, თუმცა უმაღლესი იურიდიული განათლება არ დასტურდება.

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2 პროფესიის სპეციალისტებს ამზადებს. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, უნივერსიტეტის არქივში წერია, რომ თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.

8
1094
11-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
1094
  
2013, 2 მარტი, 16:13
აბა მინისტრი აუცილებელი არაა მაინცდამაინც იგივე პროფესიის იყოს რომელ სამინისტროშიც მინისტრად ინიშნებაო ? და ამ კანონით თუნდაც ერთი ვთქვათ კახა ლომაია ყველა დეპარტამენტში მინისტრი არიყო? ყველა ასე არიყო ?
2013, 1 მარტი, 20:41
გეთანხმები ბაჭუტა,თეა საკმაოდ განათლებული და ძალიან კარგი ქალია,ღირსეული.
2013, 1 მარტი, 19:47
ჩიორაა განათლებული ხოო?:დ;
2013, 1 მარტი, 19:46
სახეს რას უყურებთ, მთავარია განათლებული და მაგარი ქალია..
2013, 1 მარტი, 15:08
და შენ რა იცი მე როგორი ვარ? ზედ ეტყობა როგორი განათლებულიც არის
2013, 1 მარტი, 15:02
გეთანხმები, რა როჟაა :)
2013, 1 მარტი, 13:03
ადამიანის შეხედულება რა დასაცინია და მეორეც მასეთი გაუნათლებელი ნეტავ შენც იყო როგორიც თეაა.და კიდევ ერთი სანამდეს სხვის შეხედულებას შეაფასებთ ჯერ საკუთარს დააკვირდით.
2013, 1 მარტი, 12:19
ჯერ რას გავს და თურმე გაუნათლებელიც ყოფილა
0 1 8