x
image
ხიზანიშვილი
კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრს ღიად დაუპირისპირდა

image- კობა დავითაშვილი დავით სერგეენკოს ღიად უპირისპირდება და ჯანდაცვის მინისტრს კორუფციაში ამხელს. კვირის ქრონიკა სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს: "ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია და მოვითხოვ ეს გადაწყვეტილება დაუყონებლივ გადაისინჯოს. პირველადი პაკეტით, რაც დაუზღვეველისთვის მოქმედებს მინდა ვთქვა, რომ სათანადო მომსახურეობას არ უწევენ." დავითაშვილის თქმით უამრავი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ სადაზღვევო კომპანიები თანხის გადარიცხვას აჯანჯლებენ. "ვეუბნები ყველა სადაზღვევო კომპანიას, რომ ეს ფული არ შეგრჩებათ. თუ თვლიან, რომ ამ საქმეს ერთი კაცი არ ყოფნის ახლა ვაჩვენებ მე მაგათ როგორ ვეყოფი."

- კობა დავითაშვილი პირველი ივნისიდან ასამოქმედებელი ახალი სადაზღვევო პაკეტების ეფექტურობასაც ეჭვქვეშ აყენებს, რადგან ამა წლის 22 მარტს, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, მთავრობამ, დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა და 1 წლით გაუგრძელეს სადაზღვევო კომპანიებს კონტრაქტები. აქედან გამომდინარე, დავითაშვილის თქმით უნივერსალური ჯანდაცვის პაკეტი სრულად ვერ ამოქმედდება მომავალი წლის ივლისამდე და ეს არის მისთვის დაუშვებელი და მიუღებელი.

- თავის მხრივ სერგეენკოც გამოეხმაურა დავითაშვილის ბრალდებებს და განაცხადა შემდეგი: "ბატონი კობა ბრალს მდებს ძალიან მძიმე დანაშაულში, კორუფციაში. მან უნდა დაადასტუროს, დოკუმენტები წარმოადგინოს, ან მოიხადოს საჯაროდ ბოდიში."

3
25
8-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
25
  
2013, 23 აპრილი, 14:11
კარგი სტატიაა
2013, 22 აპრილი, 23:29
სტატია კარგია.
2013, 22 აპრილი, 16:58
პოპულისტობს "ხოზიკა", როგორც ყოველთვის
0 1 3