10 ათასი დოლარი-სწორედ ამდენი თანხა უნდა გადაუხადოს ყოფილმა ცოლმა ქმარს, კონპესაციის სახით, იმის გამო, რომ ქალი მიზანმიმართულად ატყუებდა ქმარს.რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების და ბავშვის დაბადების შემდეგ, ქმარმა გაიგო, რომ ცოლი ადრეც იყო გათხოვილი, ხოლო მისი "ქალწულობა" ქირურგიული ოპერაციის შედეგი იყო.აბუ-დაბუში მცხოვრებმა მამაკაცმა მიმართა სასამართლოს გაყრის მოთხოვნით და აგრეთვე მოითხოვა მორალური კონპესაცია.როგორც თვითონ აღნიშნა, მომხდარის შემდეგ მან ადამიანებისადმი ნდობა დაკარგა და დეპრესიაში ჩავარდა.სასამართლომ ქალი დამნაშავედ სცნო და ჯარიმის გადახდა დააკისრა.როგორც ცნობილი გახდა, ქალი ადრეც იყო გათხოვილი, ხოლო საქალწულე აპკი ოპერაციის შედეგად აღიდგინა.აღსანიშნავია, რომ არაბეთის საემიროში მსგავსი ფაქტები იშვიათი არაა, მაგალითად შარშან, 2012 წლის ივლისში ქალმა უჩივლა ქმარს იმის გამო, რომ მისი ქმარი ეროტიული ფილმებით იყო გატაცებული.სასამართლომ მაშინ კონპესაციის სახით მამაკაცს 25 ათასი დოლარი გადაახდევინა.