x
image
cxvedo
კრისტალის თავის ქალა
1927 წლის აპრილში ბრიტანელი არქეოლოგისა და მკვლევარის,
Albert Mitchell-hedges-ის ქალიშვილმა აღმოაჩინა იდეალურად გაპრიალებული ნორმალური ზომის ადამიანის თავის ქალა. იგი დამზადებული იყო მთის ბროლისაგან, იწონიდა 5, 13 კილოგრამს, სიმაღლე 147, სიგრძე 197 და სიგანე 124 მილიმეტრი ჰქონდა.


ბროლის თავის ქალა

მას შეისწავლიდა რესტავრატორი Frank Dordlend. მან კვლევების
შედეგად აღმოაჩნა, რომ თავის ქალა ერთგვარ ლინზას წარმოადგენდა. ბროლის პრიზმებისა და შიგნით დატოვებული ღრუების საშუალებით უჩვეულო ოპტიკური შედეგის მიღება შეიძებოდა.

მისი შემდგომი შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ თავის
ქალა მოხვედრილი იყო ცეცხლში. გარდა ამისა Frank Dordlend-მა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ქვედა ყბის მცირედი მოძრაობა. მისი გადაწყვეტილებით დაუკავშირდნენ ავტორიტეტულ ფირმა
Hewlett-Packard-ს, რათა ჩაატარონ ბროლის კვალიფიციური ექსპერტიზა.


ბობანის თავის ქალა,  ბრიტანეთის მუზეუმი



1964 წელს კომპანიის ლაბორატორიებში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გამოავლინა, რომ თავის ქალა იყო მთის ბროლის, რომელიც არათუ მექსიკაში, არემედ მთელს ცენტრალურ ამერიკაში არ მოიპოვება.

"ჩვენ შევისწავლეთ თავის ქალის სამი ოპტიკური ღერძი. ანალიზის მიხედვით აღმოჩნდა, რომ თავის ქალა ამოკვეთილია ერთ მთლიან ბროლზე, ხოლო ქვედა ყბა საკმაოდ მჭიდროდაა უნცაური ტექნოლოგიით ჩასმული. მოოსის შკალის მიხედვით (სიმტკიცის
საზომი 10 ბალიანი შკალა) ბროლი 7ერთეულს ითვლის. იგი სიმტკიცით მხოლოდ ტოპაზსს, კორუნდს და ალმასს ჩამოუვარდება. საოცარი ისაა, თუ როგორ მოახერხეს უძველეს დროს ასეთი სიმტკიცის კრისტალის ასე სუფთად დამუშავება, თან მისი ფრაგმენტი (ქვედა ყბა) ცალკე დაამუშავეს და ასე მჭიდროდ დაუკავშირეს თავის ქალას. ჩვენ ასევე აღმოვაჩნეთ თავის ქალაზე ხვრელი, რომლის მეშვეობითაც უკანა მხრიდან სინათლე ხვდებოდა თვალის ფოსოებში." - განაცხადა კომპანია Hewlett-Packard-ის ექსპერტ-ინჟინერმა ლ. ბარმა.

კომპანიის სხვა ექსპერტებმა, ბარისაგან განსხვავებით, ხმამაღალი განცხადებებისგან თავი შეიკავეს: "ასეთი რამის არსებობს უბრალოდ შეუძებელია. მას, ვინც ეს თავის ქალა შექმნა, წარმოდგენა არ ჰქონდა კრისტალოგრაფიასა და ბოჭკოვან ოპტიკაზე. მან სრული იგნორირება მოახდინა სიმეტრიის ღერძის, რომლის გამოც პირველივე
დამუშავებისას ეს საგანი უნდა დაშლილიყო. თუმცა რატომ არ მოხდა, ეს ჩვენთვის აუხსნელია."

როგორც აღმოჩნდა, ეს "Mitchell-hedges"-ის თავის ქალა არ არის ერთადერთი. მსგავსი თავის ქალები აღმოჩენილია სხვადასხვა ადგილას. ამჟამად ისინი დაცულია მსოფლიოს მრავალ მუზეუმში. რამდენადაც ცნობილი გახდა ისინი ერთმანეთზე უკეთესი ნაკეთობებია და ერთმანეთისაგან განსხვავებული ოპტიკური თვისებებით ხასიათდებიან.

ბრიტანეთის მუზეუმში დაცული თავის ქალა აღმოჩენილია
XIX საუკუნის 80-იან წლებში.

მექსიკაში იმპერატორი მაქსიმილიანის ერთერთ ჯარისკაცს აღმოუჩენია და ამტკიცებდა: "ეს ქვესკნელის აცტეკი ღმერთის თავის ქალაა". იგი სხვა ექსპონატებს შორის პარიზის მუზეუმში ინახება.

3
142
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:cxvedo
cxvedo
142
  
2013, 21 აპრილი, 17:43
:) მადლობა გენაცვალე. ახლა კიდევ ერთია წერის პროცესში.
2013, 21 აპრილი, 17:39
როგორც დანარჩენები ეს სტატიაც საუკეთესოა
2013, 21 აპრილი, 17:12
ეს ჩვენზე ადრეული და უფრო მარალგანვითარებული ცივილიზაციის შექმნილია. ამას გარდა, ძველი ცივილიზაციის არსებობის უამრავი ფაქტი არსებობს. უბრალოდ, თანამედროვე მეცნიერებს, თავი კიტრები რონ ჰგონიათ, ამის აღიარება არ სურთ :)
0 1 3