პოლიტიკა ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმები - ცარნაევებიდან უფროსი ძმა ლიკვიდირებულია 2013, 21 აპრილი, 15:54 15 აპრილს ბოსტონში მომხდარი ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმები ცარნაევები ამერიკული გამოძიების ბოსტონის პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმებიდან ერთ-ერთი მათ შორის უფროსი ძმა გასულ წელს ამერიკიდან გაემგზავრა რუსეთში და რამდენიმე დღით შეჩერდა დაღესტანსა და ჩეჩნეთში.რამდენიმე დღის წინ ტამერლან ცარნაევის გვერდზე ინტერნეტში აღმოაჩინეს რამდენიმე ვიდეოფაილი, სადაც დაღესტანი "ვილაეთად" არის მოხსენიებული, ზუსტად ისე, როგორც "კავკასიის ემირატის" წევრები მოიხსენიებენ ჩრდილოკავკასიელებს.მათივე ინფორმაციით, ძმები ბოსტონის მარათონის საფინიშო ხაზზე მომხდარი ტერაქტის განხორციელებაში არიან ეჭვმიტანილნი.
გამოძიება ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ჩეჩენი წარმოშობის ძმების "კავკასიის ემირ"-ად ცნობილი დოკუ უმაროვთან კავშირს არ გამორიცხავენ, რაც ნახევრად გადარჩენილი ძმის დაკითხვით გახდება საბოლოოდ გარკვეული. 63 22-ს მოსწონს 1-ს არა
|