x
image
მოზამბიკელი
დაგვიანებული
არ ვიცი ამ ამბის დაწერა დღეს რატომ გადავწყვიტე, მაგრამ თითქმის ერთი წელია სულ მინდოდა დამეწერა, შეიძლება დაგვიანებულია, მაგრამ როგორც იტყვიან :"ჯობს გვიან ვიდრე არასდროს." 2012 წლის 17 სექტემბერს, გორში, ლიტერატურულ კაფე "არტ კაფე"-ში ჩატარდა გენრი დოლიძისა და სულხან წულუკიძის პოეზიის საღამო, ამ საღამოსვე მოხდა კრებულ "მეცხრე ტალღა"-ს პრეზენტაცია, სადაც ზემოთხსენებული ორი პოეტის გარდა, კიდევ შვიდი პოეტის ლექსები შედის.

imageმახსოვს როგორ შემოქმედებითად გაისმა ტელეფონის ზარი, მაშინვე მივხვდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ყურმილს იქით, ჩემი ბიძაშვილი გახლდათ... პოეზიისა და საერთოდ ლიტერეტურის დიდი მოტრფიალე. თავისი ჩვეული, ნაზი და ძლივს გასაგონი ხმით, ლიტერეტურულ კაფეში დაგეგმილი პოეზიის საღამოს შესახებ მაუწყა. სიხარულით დავთანხმდი, გენრი დოლიძის შემოქმედებას მანამდე არ ვიცნობდი და ცოდვა გამხელილი სჯობს, არც გამეგონა ვინ იყო. ამ საღამოზე თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ჩუმად შეპარული ჟურნალისტი ვიყავი, ალბათ იმიტომ რომ იქ მყოფებს განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდი და ყველას საუბარს შეძლებისდაგვარად ყურს ვუგდებდი. ძალიან მაინტერესებდა, როგორი პუბლიკა მოიყრიდა თავს. პუბლიკა კი საკმაოდ მრავალრიცხვოვანი იყო და ჩემდა გასაკვირად ყველას აინტერესებდა პოეზია, გამიკვირდა იმ გაგებით, რომ ნამდვილად არ მეგონა ამდენ გორელს თუ ვნახავდი იქ. მთელი გრძნობით უსმენდენ გენრის ლექსებს და არც ტაში დაუშურებიათ, როგორც ხშირ შემთხვევაში იციან ხოლმე. გენრისთან ერთად თავის ლექსებს კითხულობდა სულხან წულუკიძე, რომლის შემოქმედებითაც არანაკლებ აღრფთოვანებული დავრჩი.image წერა რომ დავიწყე მინდოდა ყველა მაღალფარდოვანი სიტყვით ხოტბა შემესხა გენრის, სულხანის და კიდევ იმ შვიდი პოეტის პოეზიისთვის, რომელთა კრებულის პრეზენტაციაც მოხდა ამ საღამოზე, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან ჩემი მხრიდან ეს მეტიჩრობა იქნებოდა.

საღამოზე ასევე იმყოფებოდნენ ადგილობრივი, დამწყები პოეტები, თუმცა მათზე პოეტების თქმა ჯერ ძალიან ადრეა, მათი გვარსახელები აღარ მახსოვს, მაგრამ მათი პოეტური პოტენციალი კარგად დავინახე. ერთ-ერთის ლექსი ჩამებეჭდა თავში, თუ სწორად მახსოვს ასე მთავრდებოდა :

"ვამბობდი მიყვარხარ,


ვამბობდი მინდიხარ,

მაგრამ იცი, რა?

მაგრად მკიდიხარ!"

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ახალგაზრდას თანამედროვე პოეზიის ცნება არასწორადა აქვს აღქმული. რაღა თქმა უნდა 13 წლის თინეიჯერ ბიჭუნას პოეზიაში ვარსკვლავების მოწყვეტას ვერ მოსთხოვ, მაგრამ ნამდილად დასაფიქრებელია მის პოეტურ აზრებში რაიმე გადახვევა ხომ არ მოხდა? შეიძლება მე არ მესმის თანამედროვე პოეზია, ამას არც ვიჩემებ, მაგრამ არც დამწყებმა, თინეიჯერებმა უნდა დაიჩემონ რომ პოეტები არიან, იმისთვის რომ იყო შემდგარი პოეტი, მდორე რითმებით ლექსის აწყობა არა კმარა.

0
63
7-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0