სხვა ნიკო გომელაურს 2013, 18 აპრილი, 0:37 13აპრილს მინდოდა ეს გამეკეთებინა და კიდევ ერთხელ გამეხსენებია ჩემი ყველაზე საყვარელი პოეტი და მსახიობი, თუმცა იმ დღეს ვერ მოვახერხე და მაპატიოს ნიკომ.სწორედ სამი წლის წინ 13აპრილს გარდაიცვალა იგი...ტკივილი რომელიც ვიგრძენი მაშინ მასზე ეხლა ვერ დავწერ, მაგრამ მაშინ დავწერე და მინდა გაგიზიაროთ ის ემოცია... გათენდა...მეგონა, რომ ეს დღეც ჩვეულებრივი იქნებოდა, როგორიც ყველა დღე ჩემს ცხოვრებაში.გარეთ წვიმდა და საშინლად ციოდაა, მიუხედავათ იმისა რომ აპრილია.გავიდა რამდენიმე საათი და გავიგე რომ შენ აღარ ხარ!!!...მე არ ვიცი რა დავარქვა ჩემ ასეთ ტკივილს, მე არვიცი რატომ ვგრძნობდი ასეთ სიყვარულს ან რატომ მეტკინე ესე ძალიან, უბრალთ ვიცი, რომ დამაკლდა რაღაც მაშინ, როცა გარეთ ყველაფერი ხელახლა იბადებოდა. შენ ერთადერთი ხარ, არ განმეორდები, არ შეიცვლები ვინმე სხვა პიროვნებით..... ძალიან რთულია თქვა სიტყვა___“მშვიდობით“......ეხლა კარგად ვხვდები რატომ ციოდა დღეს გარეთ და რატომ წვიმდა ესე გულმოკლული .შენ გამთენიისას სიკვდილს ებრძოდი, ამინდი კი შენ დაგტიროდა. ერთი სიტყვით მინდა გამოვხატო ყველაფერი ის რასაც ვგრძნობ და განვიცდი:_მადლობა!_ეს იმისთვის რომ დაიბადე, იცხოვრე და კიდე ბევრი რამისთვის:სითბოსთვის, სიყვარულისთვის. მადლობა__ზიარებისთვის თეტრთან, პოეზიასთან.....მადლობა იმ ემოციისთვის რომელიც მე განვიცადე მაშინ როდესაც პირველად სპექტაკლში გნახე და მინდოდა მხოლოდ მე დამეკრა ბოლოს ტაში და ასე გამომეხატა, დიდი მადლიერება იმ სიამოვნებისთვის რაც მივიღე სცენიდან, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა...მადლობა იმ ემოციისთვის, რომელიც მაშინ განვიცადე, როდესაც შენს პოეზიას ვეზიარე, მადლობა იმ იმედისთის რომელიც ყოველი ლექსის ბოლოს იგრძნობა და იმიტომაც რომ ის მწარე რეალობა რომელზედაც წერ ღიმილ ნარევი ცრემლით დამანახე....მადლობა ასჯერ, ათასჯერ, ათიათასჯერ, დაუსრულებლად... 41 13-ს მოსწონს
|