x
image
worldsport.ge
რონალდუმ ახალი რეკორდი დაამყარა

imageმადრიდის “რეალის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუ, “სამეფო კლუბის” ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ესპანეთის პრიმერა დივიზიონში თითოეულ სამ სეზონში 30 გოლზე მეტი გაიტანა. “რეალის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რონალდუმ ეს რეკორდი 14 აპრილს დაამყარა, როდესაც ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩში (3:0) დუბლი შეასრულა.
ამჟამად, რონალდუს ესპანეთის ჩემპიონატში 31 გოლი დაუგროვდა, გასულ სეზონში, მან მეტოქეთა კარი 46-ჯერ აიღო, ხოლო შარშანწინ – 40-ჯერ.
აქამდე, მადრიდელთაგან ჩემპიონატში 30-გოლზე მეტი მხოლოდ ორ ფეხბურთელს გაუტანია. ეს ორჯერ უგო სანჩესმა შეძლო (1986-1987 წლების სეზონში 34 გოლი და 1989-1990 წლების სეზონში 38 გოლი). ერთხელ ასეთი რამ ალფრედო დი სტეფანომ შეძლო (1956-1957 წლების სეზონში 31 გოლი).


www.worldsport.ge

0
1095
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1095
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0