საზოგადოება ჟურნალი "რეიტინგი" სოფო ნიჟარაძეზე შეტევებს არ წყვეტს 2013, 15 აპრილი, 1:43 სულ ცოტა ხნის წინ მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ჟურნალ რეიტინგს სასამართლოში უჩივლა. მიზეზი 26 მარტს ჟურნალ რეიტინგში სოფო ნიჟარაძის შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაცია გახდა. სტატია მომღერლისა და საქართველოს პრეზიდენტის რომანს ეძღვნებოდა.სოფო ნიჟარაძის თქმით, სტატია სრულ ტყუილებზე იყო აგებული. თავზარდაცემული მომღერალი სოციალურ ქსელში წერდა: "ჟურნალი "რეიტინგის" სტატიასთან დაკავშირებით ბევრი წერილი მივიღე, ბევრი ცუდი, ბევრი კარგი, კრიტიკა და თანაგრძნობა! ჩემი პროფესია საზოგადოებრივ აზრთან პირდაპირ კავშირშია და გულწრფელად მაღელვებს თითოეული თქვენგანის აზრი, მითუმეტეს, რომ ყველგან დიდ სითბოს ვგრძნობ ჩემს მიმართ. ჟურნალში აღწერილი ყველა ეპიზოდი მთლიანად სიცრუეა, ასე რომ არა ჟურნალს და მითუმეტეს არა ამ სტატიის უნიჭო ავტორს, არამედ თვენ, ჩემო ძვირფასებო, გაგაგებინებთ სიმართლეს! არ გეგონოთ, რომ უყურადღებოდ დავტოვე ეს ფაქტი, ეს სტატუსი მხოლოდ დასაწყისია! დიდი მადლობა". მან დაპირება აასრულა და ჟურნალს სასამართლოში უჩივლა. სოფო ნიჟარაძეს არ დაუკონკრეტებია რა ოდენობის კონპენსაციას მოითხოვს სასარჩელო განცხადებაში ჟურნალ "რეიტინგისგან", თუმცა მომღერალმა განმარტა, რომ თანხას საქველმოქმედო მიზნებისათვის გამოიყენებს. "კლიპები მომღერალ სოფო ნიჟარაძეს სახელმწიფომ გადაუღო, ვითომდა საქართველოს ცალკეული კუთხეების დასაპიარებლად, მაგრამ საინტერესოა, სხვა არავინ იყო ქართველ მომღერალთაგან, რომელიც ქუთაისს უკეთესად ან თუნდაც უარესად უმღერებდა, ვიდრე სოფო? ან სოფო ნიჟარაძეს უფრო მეტად უყვარს საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული, ვიდრე სხვა მომღერლებს?" ფაქტი ერთია, რაც მთავრობა შეიცვალა სოფოსა და საქართველოს პრეზიდენტის რომანზე ჟურნალებმა აქტიურად დაიწყეს წერა. საინტერესოა, რატომ არ ეხებოდნენ ამ თემას "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში? 2336 8-ს მოსწონს 1-ს არა
|