x
image
worldsport.ge
“რეალს” ახალი სპონსორი ეყოლება

imageმადრიდის “რეალს” ახალი ტიტულოვანი სპონსორი ეყოლება. Marca-ს ცნობით, ამა წლის 30 აპრილს “სამეფო კლუბსა” და არაბულ ავიაკომპანია Fly Emirates-ს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
შეთანხმების თანახმად, მომავალი სეზონის დასაწყისიდან მადრიდელები ყოველწლიურად 25 მილიონ ევროს მიიღებენ, რაც ამ კლუბისთვის სარეკორდო თანხა იქნება.
ამასთან, ამჟამინდელი გენერალური სპონსორი, საბუქმეიკერო კომპანია Bwin-ი, “რეალთან” თანამშრომლობას გააგრძელებს, ოღონდ, მეორეხარისხოვანი სპონსორის რანგში. შეგახსენებთ, რომ Fly Emirates-სი უკვე არის ლონდონის “არსენალისა” და იტალიური “მილანის” სპონსორი.



www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0