x
image
ვიზა კოხაძე
17 აპრილს "რკინის ლედის' ხსოვნას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ
imageბრიტანეტის პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეთჩერის შვილმა მარკ ტეთჩერმა მსოფლიოს ყველა ლიდერს და ქვეყნის იმ მოქალაქეებს გადაუხადა მადლობა, რომელთაც დედის გარდაცვალება მიუსამძიმრეს. ლედის პანაშვიდი ლონდონში, წმინდა პავლეს კათედრალში გაიმართება 17 აპრილს.როგორც ცნობილია, პანაშვიდს დედოფალი ელიზაბედი და მისი მეუღლე ედინბურგის ჰერცოგიც დაესწრებიან.

ხოლო რაც შეეხება მიხეილ გორბაჩოვს, ის მძიმედ ავადაა, რის გამოც მისი წარმომადგენელი აკეტებს განცხადებას.82 წლის რუსი პოლიტიკოსი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ტეთჩერთან ცივი ომის პერიოდში, მსოფლიოს გავლენიან პიროვნებათა შორის მიწვეულთა სიაშია.მის დიდ პოლიტიკაში მოსვლას პოლიტოლოგები ტეთჩერისა და გორბაჩოვის 1984 წლის დეკემბერში ლონდონის შეხვედრას უკავშირებენ.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკრძალვა დაახლოებით 6 მილიონი ფუნტი დაჯდება.ერთ-ერთი გამოცემის ინფორმაციით, ხარჯები ტეთჩერის ბიუჯეტიდან დაიფარება, ნაწილს კი ბრიტანეთის სახელმწიფო ბიუჯეტი image
აანაზღაურებს.image


image
დამკრძალავმა კომიტეტმა, რომელიც "ჭეშმარიტი ლურჯების" სახელითაა ცნობილი, დაადგინა დაკრძალვის თარიღი -17 აპრილი."ჭეშმარიტი ლურჯების" კომიტეტი მხოლოდ სამეფო ოჯახის


წარმომადგენლების, კონტრდაზვერვის წევრების, ინგლისის ეკლესიის, პოლიციისა და პარლამენტის წევრების დაკრძალვებს უკეთებს ორგანიზებს.

გადაწყდა, რომ მიცვალებულს დაკრძალვის წინა ღამეს სამლოცველოდან ვესტმინსტერის სასახლეში გადაასვენებენ, დილით კი ღია ვაგონით, რომელსაც კავალერია გააცილებს, მოხდება მისი წმინდა პავლეს ტაძარში გადასვენება.

3
36
26-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
36
  
2013, 17 აპრილი, 23:11
:)
2013, 13 აპრილი, 18:18
მეც ძალიან დიდ პატივს ვცემ მის პიროვნებასაც და დიდ პოლიტიკასაც.
2013, 13 აპრილი, 18:15
ძლიერი ქალი და პოლიტიკოსი იყო
0 1 3