საფრანგეთის “პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ საქვეყნოდ განაცხადა, რომ მზადაა, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რომელიც ივნისში ეწურება.
“გადავწყვიტე, რომ დავრჩე. ჩემთვის ყველაფერია ნათელი. ჩემს მიერ გაწეულ შრომას სეზონის ბოლოს შეაფასებენ. თუ ყველა კმაყოფილი იქნება, მაშინ სიამოვნებით დავრჩები. ამ შემთხვევაში ჩვენი თავგადასავლები გაგრძელდება”, – იუწყება Sky Sports-ი.
53 წლის იტალიელი სპეციალისტი პსჟ-ს სათავეში 2011 წელს ჩაუდგა და მისი წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევროა.