x
image
K.P.
რატომ არის მარიამ საჯაიას გათხოვების საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებული, ვინ არის და როგორ ზრუნავს მარიამზე მისთვის ყველაზე ერთგული მამაკაცი?

imageმარიამ საჯაია ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარია საქართველოს ისტორიაში. ის უკვე 22 წლის გახდა და დედის, ნაზი არონიას გზას გადის, მარიამიც იურისტია და თან პარლამენტარი. დედა გოგონას პოლიტიკურ რჩევებზე ხშირად აძლევს. ქალბატონი ნაზიმ ახალგაზრდა პარლამენტარის შესახებ ჟურნალ "თბილისელებს" უამბო: "მარიამზე გავრცელებული ხმები, ჩემთვის როგორც დედისთვის, ძალიან მტკივნეული იყო. საკუთარ თავზე არ მტკენია იმდენი, რაც ჩემს შვილზე მეტკინა. ბევრჯერ მიფიქრია, რატომ არ დავუშალე მარიამს პოლიტიკაში ჩართვა-მეთქი, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ვერ ავუკრძალავდი იმ გზის გავლას, რომელიც მისი გასავლელი იყო". მარიამს მამა გარდაეცვალა, მის მაგივრობას შეძლებისდაგვარად უფროსი ძმა, ნიკა უწევს. ის უძღვება მამის საქმეებს, მარიამის საყრდენიცაა და ის ადამიანია, ვისი იმედიც ახალგაზრდა პარლამენტარს ყოველთვის აქვს. imageნიკა ზრუნავს მარიამზე მორალურადაც და ფინანსურადაც. "ნიკა არის მისთვის ყველაფერი, ზრუნავს იმ ყველაფერზე, რაში მხარდაჭერაც ამ ასაკში გოგონას მამაკაცისგან სჭირდება"-ირწმუნება ქალბატონი ნაზი. მარიამს ვაჟი ჰყავს, 3 წლის ბუკა. მისი მამის ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. გავრცელებული ხმების თანახმად, ბუკას მამა ცნობილი ქართველი პოლიტიკოსია, მაგრამ ეს მხოლოდ ჭორებია. მარიამი გადაწყვეტილებებში "ჯიუტა" გოგო ყოფილა, თუმცა დედა მაინც ცდილობს ყველაფრის კურსში იყოს. imageქალბატონი ნაზი გვიამბობს: "რომელი დედა არ ურჩევს შვილს, მით უფრო, თუ შვილი გაძლევს ამის საშუალებას?! გათხოვების თემა მისი დღის წესრიგიდან ამოღებულია, ჯერ ბევრი სხვა საქმე აქვს გასაკეთებელი – ვცდილობ, ყველაფერში გვერდში ვედგე". imageimageimage







1
820
9-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
820
  
0 1 1