x
image
worldsport.ge
პელეგრინი: “წაგება მისჯილი გვქონდა”

image“გუნდი, რომელსაც წაგება მისჯილი აქვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერაფრით გავა”, – უთხრა ჟურნალისტებს ესპანური “მალაგას” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის დასრულებისთანავე. “მალაგა” დორტმუნდში “ბორუსიას” 91-ე წუთამდე 2:1-ს უგებდა და არა თუ გამარჯვება, 2:2-იც კი აწყობდა ნახევარფინალში გასასვლელად, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში 2 გოლი გაუშვა და გათამაშებას გამოეთიშა. ესპანელთა დამრიგებელი წაგებაში მსაჯებს ადანაშაულებს.
“მთავარ მსაჯს გერმანული კლუბის ორი ფეხბურთელი უნდა გაეძევებინა. ამასთან, თამაშგარედან გასული გოლითაც დაგვსაჯა. როდესაც ასეთ უსამართლობებს აწყდები, წარმატებაზე ფიქრიც კი ძნელია”, – დაიჩივლა პელეგრინიმ.


www.worldsport.ge

2
225
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
225
  
2013, 12 აპრილი, 15:41
ხო ეგრეა ხანდახან გატანილი გოლი უფრო საზიანოა.... ერთი დეპორტივო-ბარსელონა თამაშობდა მახსოვს და დეპორტივომ გაიტანა , ფეხბურთელებს არ გახარებიათ ... კომენტატორმაც თქვა ვაი საცოდავებო თქვენო :D ამოტენა ბარსამ :D
2013, 10 აპრილი, 18:24
აუ მაგრად მეწყინა რომ წააგეს, რაღაც განსხვავებული თამაში იყო ისე ჯობდა მალაგას არ გაეტანა გოლი და 1-1 ზე უფრო ექნებოდა მოტივაცია
0 1 2