ტექნიკური ქალი მობილურით-80 წლის წინ. საიდუმლო You Tubu-ს მომხმარებელმა ამოხსნა 2013, 10 აპრილი, 0:09
შვილთაშვილი ყვება, რომ მან ანახა ბებიას ეს ფირი და ჰკითხა მის თაობაზე. ბებიის სიტყვებით, Dupont-ის ქარხანა მაშინდელ დროს მუშაობდა სატელეფონო კავშირის განვითარებაზე. ისინი უკაბელო ტელეფონს სცდიდნენ. გერტრუდას და სხვა ხუთ ქალს მისცეს ტელეფონი და მთელი კვირის მანძილზე ატარებდნენ ექსპერიმენტს. ამ ფოტოებზე გერტრუდა ელაპარაკება ერთ-ერთ მეცნიერს, რომელიც მის მარჯვნივ მიდის. შეგახსენებთ, რომ პირველი ისეთი ვიდეოფირი, სადაც აღბეჭდილია მობილური ტელეფონის მსგავსი მოწყობილობა, გადაღებულია 1973 წელს. რამდენიმე წლის წინაც გამოჩნდა 1928 წლის ფირი, სადაც შავ ტანსაცმელში ჩაცმული ქალი მობილურზე საუბრობს, მაგრამ აქ ქალის ამოცნობა შეუძლებელია. მას სახეს ვუალი უფარავს. ამ ფირზე აღნიშნული ინფორმაცია უცნობია. 5558 25-ს მოსწონს
|