საზოგადოება ჩინელმა გოგონამ საკუთარი დაკრძალვა მოაწყო 2013, 6 აპრილი, 17:10 22 წლის ჩინელმა სტუდენტმა ენ ცზიამ გადაწყვიტა საკუთარი დაკრძალვის ცერემონიალი მოეწყო, მას საკუთარი თვალით უნდოდა ეხილა, როგორი იქნებოდა სამგლოვიარო რიტუალი.გოგონამ, რომელიც ქალაქ უხანში ცხოვრობს, ცერემონიისთვის მთლიანი თავისი დანაზოგი დახარჯა, ცერემონიალი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოდგა, ყვავილები, სურათები, მტირალი მეგობრები და ნათესავები.მან დაიქირავა გრიმიორებიც, რომ ნამდვილ მიცვალებულს დამგვანებოდა.ენ ცზია კუბოში იწვა, შემდეგ კი წამოდგა და სიტყვით გამოვიდა.მან აღნიშნა, რომ სიცოცხლეშივე უნდოდა ეხილა თავისი დაკრძალვა და ამით დამტკბარიყო.ამის შემდეგ მე უფრო შემიძლია შევიყვარო სიცოცხლე."კუბოდან წამოდგომის შემდეგ შესანიშნავ ხასიათზე დავდექი"-აღიარა მან. 107 7-ს მოსწონს 1-ს არა
|