x
image
worldsport.ge
დებ უილიამსებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

imageდღეს ამერიკაში დებ უილიამსებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის არაოფიციალური პრემიერა გაიმართა. ფილმს, რომელსაც კინოთეატრებში 10 მაისიდან უჩვენებენ, "ვინუსი და სერენა" ჰქვია.
ფილმზე საავტორო უფლებები ჟურნალისტ მაიკენ ბრეიდს და მიშელ მეიჯორს ეკუთვნით. გადაღებები 2012 წლის სრული საჩოგბურთო სეზონის განმავლობაში მიმდინარეობდა და ლენტის ხანგრძლივობა 90 წუთია, რომელიც დეტალურად მოგვითხრობს უილიამსების როგორც დაძაბულ საჩოგბურთო ბატალიებზე, ასევე დასვენებისა და განტვირთვის პროცესზეც.
გადაღებები მიმდინარეობდა ყველგან: კორტებზე, დასასვენებლად განკუთვნილ სასტუმრო ოთახებში და საავადმყოფოს პალატებშიც, სადაც ტრავმის შემდეგ დები რეაბილიტაციის პროცესს გადიოდნენ.


გიორგი ბარბაქაძე

www.worldsport.ge

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0