შოკოლადი არა მხოლოდ გემრიელი და სასარგებლო სასუსნავია, წონის პრობლემისგან თავის დაღწევაშიც დაგეხმარებათ.
შოკოლადი შეიცავს კოფეინს და აქვეითებს მადას. აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და წვავს ცხიმებს, ასე რომ, შეგიძლიათ თამამად მოიმარაგოთ თქვენი საყვარელი ტკბილეულის ფილები და ზედმეტ კალორიებს ''გემრიელად" შეუტიეთ.
კაკაოს მარცვლები ანტიოქსიდანტებს უფრო დიდი რაოდენობით შეიცავს ვიდრე მწვანე ჩაი და წითელი ღვინო.
გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ შოკოლადს სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს.
ეფექტური სიმულატორია - დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს. ეს ნივთიერება გონებრივი სამუშაოსგან გადაღლილს, მეხსიერების გაუმჯობესებასა და ენერგიის მოკრებაში გეხმარებათ. შოკოლადის შემცველობაში შემავალი მაგნიუმიც აუმჯობესებს მეხსიერებას, ებრძვის დეპრესიას და იმუნიტეტზეც დადებითად მოქმედებს.
დღეში 30-40 გრამი შოკოლადის მიღება სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა პროფილაქტიკისთვის.
გემრიელი დესერტი შეიძლება საუკეთესო ანტიდეპრესანტიც იყოს. მეცნიერებმა შოკოლადში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც ტვინის იმავე ნაწილს ააქტიურებს, რომელსაც ნარკოტიკი. ასე რომ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული ტკბილეული ორგანიზმზე კოკაინის მსგავსად მოქმედებს და არ გაგიკვირდეთ თუ გუნება-განწყობილებასაც საგრძნობლად აგიმაღლებთ.
მწარე შოკოლადი კარიესისგან დაგიცავთ. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას. ამასთან, კაკაო კბილებს თხელ დამცავ ფენად ედება და ქვების წარმოქმნას აფერხებს.