x
image
ანგელოზი
ტროვენტები, რუმინეთის ცოცხალი ქვები

image არ გაგიკვირდეთ რაც ამ მასალის სათაურში იკითხება აბსოლიტურ სიმართლეს შეეფერება. ალბათ წაროუდგენელია როგორ შეიძლება უსიცოცხლო, ცივ ქვას სიცოცხლე შეეძლოს? არაფერი გაგიკვირდეთ, დედამიწა ის პლანეტაა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და სადაც საოცარი არაფერია.
რუმინეთის სამხრეთ ნაწილში, “ცხოვრობენ " ტროვანტები, რომლებიც მეორენაირად ცნობილნი არიან როგორც მზარდი ქვები. ეს სახელწოდება მათ აბსოლიტურად სამართლიანად დაიმსახურეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ქვები ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმებივით იქცევიან: იზრდებიან, მრავლდებიან და ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდებიან.
ტროვანტებს ხშირ შემთხვევაში ბურთის ან ცილინდრის ფორმა აქვთ. გაჭრილ მდგომარეობაში კი ხის მერქანს ჰგვანან, რომელსაც თავისი წრეები აქვს. წონით ისინი რამოდენიმე გრამიანიც გვხვდება და რამოდენიმე ტონიანიც.
წვიმის შემდეგ ტროვანტები ცოცხლდებიან და ზომაში იზრდებიან. მათ ზედაპირზე სწრაფად მზარდი წანაზარდები ჩნდება. დროთა განმავლობაში, ქვები თავისთავად გადაადგილდებიან ერთი ადგილიდან მეორეზე. ძველ ქვაზე გაჩენილი წანაზარდი იზრდება და გარკვეული დროის შემდეგ “მშობელს" სცილდება. ამის შემდგომ კი დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას.
ტროვანტები იმ ცემენტაციის პროცესის შედეგია, რომელიც აქ 6, 5 მილიონი წლის წინ მიმდინარეობდა. ქვების ფორმირება ცენტრიდან პერიფერიისაკენ ხდება. ამასთან, ქვიშა კალციუმის კარბონატით მდიდარ წყლებთან ერთად ცემენტდება. შემდეგ, დიდი რაოდენობით გროვდება ნახშირმჟავა მარილები და ფენებს აწვება, რის შემდეგაც ქვედა ფენები ალაგ-ალაგ ზემოთ იწევს და წანაზარდები ვითარდება.
ეს ცოცხალი ქვები რუმინეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გვხვდება. ბუქარესტის სასტუმროებსა და სასაფლაოებზე მათგან დეკორატიულ მორთულობებს ამზადებენ. სხვათა შორის, ეს დეკორაციები, გარკვეული პერიოდის შემდეგ, თავისთავად გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეზე.
კოსტეშტში ამ ქვებს, ადგილობრივები, დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ საშენ მასალად.
ბუნებრივ პირობებში ეს ქვები ყველაზე დიდი რაოდენობით 2 რეგინში გვხვდება, ესაა ვილჩა და სოფელი ოტესანი. ვილჩაში 2006 წელს “ტროვანტების მუზეომი გახსნე, სადაც თავმოყრილია ყველაზე საინტერესო ქვები, მათ შორის ყველაზე დიდი სიმაღლეში 10 მეტრს აღწევს. მუზეომი ღია ცის ქვეშ 1, 1 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს.
რაც შეეხება ოტესანს, აქ ქვები, ძირითადად, მდინარის ნაპირზეა და სხვადასხვა შეფერილობა აქვთ. ოტესანში დიდი ზომის ტროვანტები არ გვხვდება, სამაგიეროდ, ყველაზე მრავალფეროვანი ქვები სწორედ აქ არის.

1
407
6-ს მოსწონს
ავტორი:ანგელოზი
ანგელოზი
407
  
0 1 1