x
image
ანგელოზი
კოკოი - ყველაზე შხამიანი ბაყაყი

imageროდესაც ყველაზე შხამიანს ვახსენებთ, ალბათ ყველას თვალწინ წარმოგვიდგება გველი ან მორიელი, შეიძლება ობობაც კი, თუმცა ჩვენგან ცოტა თუ წარმოიდგენს, რომ ერთი ციდა, პატარა ბაყაყს შეუძლია ჰქონდეს მომაკვდინებელი შხამი.
კოლუმბიის ჯუნგლებში, მდინარე რიო - ატრატოს სანაპიროებთან ცხოვრობს მინიატიურული ბაყაყი, რომელსაც ადგილობრივი ინდიელთა ტომი ჩიკო - “ კოკოის" უწოდებს. ეს პაწაწინა ამფიბია სიგრძეში მაქსიმუმ სამი სანტიმეტრი იზრდება და ერთ გრამზე მეტს არ აღემატება. მისი შხამი ცხოველური წარმოშობის შხამებს შორის ერთ - ერთი ძლიერმოქმედია.
პირველად კოკოი ევროპაში ინგლისელთა ექსპედიციამ ჩამოიყვანა, რათა მისი შხამი შეესწავლათ, თუმცა ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა. ბაყაყებმა მგზავრობა ვერ გადაიტანეს, ხოლო ერთი - ორი, რომლებმაც ევროპამდე ჩამოაღწიეს შხამს არ '' იძლეოდნენ ''. მაშ რაში იყო ამ პაწაწინას საიდუმლო? ინგლისელმა ნატურალისტმა მარტა ოაჰემმა შეძლო ინდიელთა კეთილგანწყობა მოეპოვებინა. მან ციებისა და მალარიისაგან ბევრი მათგანი გადაარჩინა რის გამოც მადლიერმა აბორიგენებმა საიდუმლოდ გაანდეს: გამოცდილი მონადირეები ბაყაყებს სალამურის საშუალებით ეძახდნენ, შემდეგ ფრთხილად აცვამდნენ გრძელ ჯოხზე და გავარვარებულ ნაკვერჩხალთან მიჰქონდათ. სიცხისგან ბაყაყს კანი უსკდებოდა და მასზე თეთრი ფერის წვეთები ჩნდებოდა. სწორედ ეს გახლდათ მომაკვდინებელი შხამი. ერთი ბაყაყის შხამით ასამდე ისრის წვერს ამუშავებდნენ.
კოკოის შხამი წამიერად ახდენს მსხვერპლის პარალიზებას და მის სიკვდილს იწვევს. საკვებში შხამის გამოყენება უვნებელია, მაგრამ საკმარისია პატარა ნაკაწრი ან ჭრილობა, რომ შედეგი ფატალურად სრულდება. კოკოის შხამის საწინააღმდეგო საშუალება ჯერჯერობით აღმოჩენილი არ გახლავთ.
ერთი ბაყაყისგან აღებული შხამი უპრობლემოდ გაისტუმრებს საიქიოს 1500 ადამიანს. მისი შხამი ტრიქინაზე ათასჯერ და კურარეს შხამზე ასჯერ ძლიერია. იგი 35 - ჯერ აღემატება შუააზიური კობრას და ტოქსიკური თევზის - ფუგუს შხამის ზემოქმედებას. აღსანიშნავია ისიც, რომ შხამი მომაკვდინებელ თვისებებს 15 წლის მანძილზე ინარჩუნებს.
ექპედიციამ წარმატებით ჩაიარა. შინ დაბრუნებულმა ინგლისელებმა კოკოის შხამის კონსერვაციის საშუალებასაც მიაგნეს. ამის შემდეგ კიდევ მრავალი წელი გავიდა, მანამ, სანამ კოკოის შხამს წმინდა კრისტალური სახით გამოყოფდნენ. მეცნიერებმა მას ''ბატრაჰოტოქსინი'' უწოდეს.
imageimageimageimage


1
1333
5-ს მოსწონს
ავტორი:ანგელოზი
ანგელოზი
1333
  
0 1 1