x
image
ანგელოზი
პანგოლინი

imageპანგოლინის პირველად ხილვისას იფიქრებთ, რომ თქვენს წინაშე ჩვეულებრივი ჯავშნოსანია, თუმცა ეს სულ სხვა ტიპის ცხოველია. მისი სახელწოდება -''პანგოლინი'' მალაიური-pengguling - გან წარმოიშობა, რაც ბურთივით დამრგვალებულს ნიშნავს. როდესაც საშიშროებას გრძნობს, იგი მართლაც ბურთივით იკვრება.
ცხოველის კანის საფარი რომბისმაგვარ მოზრდილ ფირფიტებს წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთზე ფენებადაა დაწყობილი. ცხოველს მხოლოდ თათები, მუცელი და სახე აქვს დაუცველი, ეს ადგილები უხეში ბეწვით აქვს დაფარული. დროდადრო ფირფიტები, ასე ვთქვათ, ცვდება და მათ ადგილას ახლები ამოდის, თუმცა მისი რაოდენობა უცვლელია... ფირფიტები ძალიან მოძრავია, მათ წამახვილებული ფორმა აქვთ. ქერცლოვანი კანის საფარის გამო მათ ქვეწარმავლებსაც უწოდებენ.
პანგოლინის სხეულის სიგრძე 30-88 სმ-ია. კუდის სიგრძე ტანის სიგრძეს უდრის. ამ ცხოველების წონა 5-დან 27 კგ-მდე მერყეობს. იგი ნაცრისფერი შეფერილობის გახლავთ, თათები ბასრი ბრჭყალებით აქვს შემკული, რომელსაც მიწის ამოთხრისათვის იყენებს, სახე წინ წამოწეული აქვს. იგი საკმაოდ გრძელი ენის პატრონია, რომლის სიგრძე 40 სმ-ს შეადგენს. ამსიგრძე ენა რომ ამოძრაო შესაბამისი კუნთოვანი მასა უნდა გქონდეს, რომელიც ცხოველს მართლაც შთამბეჭდავად, მკერდის ფარიდან, კუდუსუნამდე აქვს განვითარებული.
ეს უცნაური ცხოველი სამხრეთ და ეკვატორულ აფრიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. ბუნებაში პანგოლინის 8 სახეობა არსებობს, ისინი ღრმა სოროებში ბინადრობენ და ძუძუმწოვრებს მიეკუთვნებიან. გარეთ, ძირითადად, ღამით გამოდიან. კარგად მოძრაობენ როგორც მიწაზე, ასევე ხეებზე. მათი მოძრაობის სიჩქარე საკმაოდ დაბალია. ყველაზე სწრაფი სახეობა საათში 3, 5 - 5 კმ-ს თუ გადის. ზოგჯერ კუდს, როგორც საყრდენს ისე იყენებენ უკანა თათებზე დასადგომად. პანგოლინებს სუსტი სმენა და მხედველო აქვთ, თუმცა საოცარი ყნოსვის უნარი გააჩნიათ. როგორც კი საფრთხეს იგრძნობს პანგოლინი ბურთივით მრგვალდება, ამ დროს მისი მოკვლა მხოლოდ დიდ მტაცებელს თუ ძალუძს, ისიც იშვიათ შემთხვევაში, რადგან პანგოლინის ანალური ჯირკვლები საშინელი სუნის სითხეს გამოყოფს. ეს სუნი ყველაზე მშიერ მხეცსაც კი უკარგავს მადას.
ეს ცხოველი, ძირითადად, მწერებით იკვებება, მისი საყვარელი საკვები ჭიანჭველებია. როგორც აღმოჩნდა პანგოლინის ნერწყვი მწერებს ძალიან იზიდავს. მოზრდილ ცხოველს დღეში 2 კგ-მდე მწერის შეჭმა შეუძლია. ფრინველთა მსგავსად, კუჭის მუშაობის გასააქტიურებლად, ისინი პატარა ქვებს ყლაპავენ.
პანგოლინები მარტო ცხოვრობენ და წელიწადში მხოლოდ ერთხელ მრავლდებიან. დედალი პანგოლინის ფეხმძიმობა 4-5 თვეს გრძელდება, რის შემდეგაც ერთ ნაშიერს შობს. პირველ კვირებს პატარა დედის მუცელზე ატარებს და რძით იკვებება.imageimageimageimageimageimageimage






0
963
3-ს მოსწონს
ავტორი:ანგელოზი
ანგელოზი
963
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0