x
image
worldsport.ge
ობამა ჩოგანსაც მარჯვედ სცემს

imageამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა კალათბურთის დიდი მოყვარულია და ფარქვეშ შეჭრილიც არაერთხელ გვინახავს, ამჯერად კი მან ჩოგბურთის თამაშით შეაქცია მაყურებელი. აშშ-ის პირველმა პირმა სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით “თეთრი სახლის” წინ სახელდახელოდ მოწყობილ კორტზე თავისი ადმინისტრაციის თანამშრომელთა შვილებთან ერთად ითამაშა.
“ჩოგბურთის სპორტის მეტად მიმზიდველი სახეობაა და მისი უპირატესობა უპირველესად ისაა, რომ ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი მისი თამაში. სამწუხაროდ, კორტზე გასვლას ხშირად ვერ ვახერხებ და როგორც კი საამისო საშუალება მეძლევა, ამას დიდი სიამოვნებით და სიხარულით ვაკეთებ”, - ამერიკის პირველმა პირმა ჟურნალისტებს ჩოგბურთის თამაშის შემდეგ ეს სიტყვები უთხრა.


www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0