შოუბიზნესი ტინა ტერნერი თხოვდება 2013, 3 აპრილი, 14:58 შვეიცარიული პრესის ინფორმაციით 73 წლის ტინა ტერნერი დანიშნულია, მისი რჩეული დიდი ხნის მეგობარი - პროდიუსერი ირვინ ბახი აღმოჩნდა. ჟურნალისტების ცნობით, მათი ქორწილი ციურიხში შედგება და საქორწილო კერძებს ტინას საყვარელი შეფ-მზარეულები დაამზადებენ რესტორან ''Rico's Kunststuben"-დან. ქორწილის თარიღი ჯერჯერობით არ ხმაურდება. მომღერლის წარმომადგენლები აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. თუ ინფორმაცია სიმართლეა, ტინა ტერნერისთვის ეს უკვე მეორე ქორწინება იქნება. 1962 წელს ის მუსიკოს აიკ ტერნერს გაჰყვა, 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი დაშორდნენ. ახლა უკვე "მომავალი მეუღლე" ირვინ ბახი ტინამ 1985 წელს გაიცნო და ისინი უკვე 15 წელზე მეტია ციურიხში ცხორობენ. 28 4-ს მოსწონს 1-ს არა
|