ვერა ქობალიას შვილის მამა ბიზნესმენი დავით კურცხალიაა. ყოფილი მინისტრი მას მეუღლედ მოიხსენიებს, მაგრამ წყვილს ჯერ არც ჯვარი დაუწერია და არც ხელი აქვს მოწერილი. ვერა და დავითი ერთმანეთს 2010 წელს მეგობრების წრეში შეხვდნენ, მაგრამ ერთმანეთისათვის ყურადღება არ მიუქცევიათ. შარშან, სათხილამურო სეზონზე წყვილი ერთმანეთს ისევ შეხვდა, ისევ საერთო მეგობრების წყალობით და უკვე სხვანაირად შეხედეს ერთმანეთს. "იმის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, მაგრამ მაშინვე-არა. მარხვის პერიოდი იყო, დათო მარხულობდა და ნაცნობობა დიდხანს გაგრძელდა. შემდეგ უკვე ეს ყველაფერი რაღაც დიდში გადაიზარდა"-გვიამბობს ყოფილი მინისტრი.![რატომ მალავდა ვერა ქობალია
ორსულობას? image](/uploads/article_images/small/204681364924220.jpg)
თავიდან ვერა ქობალია ორსულობას მალავდა. არ უნდოდა მის გარშემო მითქმა-მოთქმა ატეხილიყო. ყოფილი მინისტრი დიდხანს არ ამხელდა, ოჯახის წევრებსაც კი არ უმხელდა, საკუთარი ფეხმძიმობის ამბავს. ხალხის მოტყუება უჭირდა, მაგრამ რას იზამდა...
ვერა სულ მალე, დაახლოებით ერთ თვეში დედა გახდება. "კულულებიანი გოგონა მეყოლებაო"-განაცხადა ყოფილმა მინისტრმა. ბავშვს საერთაშორისო სახელს დაარქმევენ, რადგან მისთვის ყველა ქვეყანაში ცხოვრება კომფორტული იყოს. რამდენიმე ვერსია უკვე აქვთ, მაგრამ ჯერ პატარას დაბადებას ელოდებიან და საბოლოოდ რომელ სახელსაც უფრო მოიხდენს იმას დაარქმევენ. ორსული ვერა ვარჯიშობს, ცურვაზე დადის, სტატიებს წერს და ფოტოგრაფიასაც ეუფლება. მეუღლეს კარგად შეეწყო და ძალიან ბედნიერია.