ქალი და მამაკაცი თამარ გვერდწითელი შეყვარებულია? 2013, 2 აპრილი, 14:53 თამარ გვერდწითელი ერთ-ერთი ნიჭიერი და ქართველებისათვის საყვარელი მომღერალია.ამჟამად ის რუსეთში მოღვაწეობს. ცოტა ხნის წინ მომღერალი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა, მამაკაცთან ერთად, რომელიც გარეგნულად კავკასიელს წააგავს. გვერდწითელის განცხადებით, მას აქვს რემონტი და ეს მამაკაცი არის მშენებელი, რომელიც აგვარებს მისი რემონტის საქმეებს.პაპარაცების სურათზე გადაღებულია მომენტი, როდესაც მომღერალი და მშენებელი, როგორც ჩანს მიდიან სამშენებლო მასალების შესაძენად. მაგრამ სურათი გადაღებულია მოსკოვის გლამურულ თავშეყრის ადგილზე, სადაც მხოლოდ და მხოლოდ კაფეები, ბარები და რესტორნებია. ყოველივე ეს კი ეჭვს იწვევეს.თამარ გვერდწითელის მეზობლებმა, სურათზე იცვნეს ეს მამაკაცი და განუცხადეს ''ექსპრეს გაზეთის'' კორესპოდენტებს, რომ ამ მამაკაცს ისინი რეგულარულად ხედავენ, როდესაც ის გამოდის მომღერლის სახლიდან. ხოლო სახლის მცველების განცხადებით, ისინი საღამოობით სეირნობენ მარტო ან მომღერლის დედის თანხლებით. ჟურნალისტებმა შეძლეს ამ მამაკაცის ვინაობის დადგენა. ის არის ნოვროზ მამედოვი, 53 წლის, პროფესიით მართლაც მშენებელი. მომღერლის ახლობლის განცხადებით, მამაკაცი არის ბიზნესმენი ხაბაროვსკში. ის მფლობელია 13 ბაზრის, ორი სასტუმროსი და ასევე გაზეთისა და სამკერვალო ფაბრიკის.1995 წელს კი მონაწილეობას ღებულობდა სახელმწიფო დუმის არჩევნებში. ბიზნესის გაფართოების მიზნით, ის გადავიდა მოსკოვში, მაგრამ საინტერესო ფაქტია ის, რომ ნოვროზ მამედოვს ჰყავს მეუღლე. 719 5-ს მოსწონს
|