საზოგადოება ყველაზე გახმაურებული ვარსკვლავური განქორწინებები. 2013, 1 აპრილი, 22:59 ვარსკვლავები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ყველა ჩვენთაგანი. მათი ცხოვრებაც სავსეა სიხარულით, მწუხარებით, შეხვედრებითა და განშორებებით.განსხვავება კი ისაა, რომ მათი პირადი ცხოვრების დეტალები ფართო აუდიტორიისათვის არ არის ცნობილი.უფრო დიდ ყურადღებას, მათ ცხოვრებაში, იწვევეს ის უსიამოვნო ფაქტები, რომლებიც თან სდევს მათ ცხოვრებას.
გავიხსენოთ ის მოულოდნელი განქორწინებები რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მოხდა.
დემი მური და ეშტონ კატჩერი ხმაურით დაცილდნენ ერთმანეთს.მათ დაშორებას ახლდა სკანდალი, ისტერიკები, ბევრი ცრემლი.დღესდღეისობით კი დემი მური, რომელიც დუმილს ინარჩუნებდა განაცხადა, რომ მზადაა თავისუფლება მიანიჭოს მის ყოფილს თუ ის გადაუხდის 290 მილიონს.კატჩერი კი ამ თანხის გადახდაზე უარს აცხადებს მისი ქონება მხოლოდ 100 მილიონს შეადგენს.დემი მურს კიდევ დიდხანს მოუწევს ლოდინი. 5 წლის თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს დაცილდნენ კეტი ჰოლმსი და ტომ კრუზი.კეტი ჰოლმსმა თვითონ შეიტანა განცხადება განქორწინებაზე. მან აღიარა, რომ დაიღალა მუდმივი კონტროლით. მათ შორის ასევე არსებობდა უთანხმოება რელიგიური თვალსაზრისით.მათი ოჯახის ერთადერთი შემაკავშირებელი იყო მათი ქალიშვილი სური. 2012 წელს დასრულდა ჯონი დეპისა და ვანესა პარადის 14 წლიანი სიყვარულის ისტორია. ჟურნალისტების განცხადებით, ჯონი დაუბრუნდა ძველ "ხულიგნურ'' ცხოვრებას. მათი ქორწინება ოფიციალურად გაფორმებული არ იყო. მეუღლეს დარჩა 150 მილიონი დოლარი შვილების ნებისმიერ დროს ნახვის სანაცვლოდ. 10 წლიანი ტანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ რასელ კროუ და დანიელ სპენსერი. განშორება რასელს 25 მილიონი დაუჯდა ამბობენ, რომ დანიელს რომანი ჰქონდა მის პარტნიორთან პროექტში ''ცეკვავენ ვარსკვლავები, '' პროფესიონალ მოცეკვავესთან, დემიან უაიტვუდთან. 70 წლის დენი დე ვიტო და მსახიობი რი პერლმანი 30 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაცილდნენ ერთმანეთს.მიზეზი მუდმივი ღალატი იყო დენი დე ვიტოსაგან. 7 წლიანი ტანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაცილდნენ მომღერალი სილი და ტოპ-მოდელი ხაიდი კლუმი.მათ ოთხი შვილი ჰყავთ. სილმა აღიარა, რომ განშორების მიზეზი, მხოლოდ ისაა. ჩვენ კი ვუსურვოთ ვარსკვლავებს წარმატებული როლები და სიმშვიდე მათ პირად ცხოვრებაში. 678 5-ს მოსწონს
|