სხვა მანქანის ფერი და მფლობელის ხასიათი 2013, 1 აპრილი, 20:49 მეცნიერულად დადგენილია, რომ გარდა გარეგნული მონაცემებისა, ადამიანის შინაგან სამყაროზე მისი გემოვნება და კუთვნილი მანქანის ფერიც კი მეტყველებს. მანქანის ფერის მიხედვით ადვილად შეიძლება გამოვიცნოთ მისი მფლობელის ხასიათი. ვერცხლისფერი. ასეთი მანქანის მფლობელები ყოველთვის ზუსტად აფასებენ შექმნილ სიტუაციას. უყვართ, როდესაც ირგვლივმყოფნი მათი გემოვნებითა და ელეგანტურობით იხიბლებიან, თუმცა ამასთანავე საკმაოდ მკაცრნი არიან თავიანთ შეხედულებებსა და მოქმედებაში, საკუთარ აზრს ძნელად თუ შეაცვლევინებთ. თეთრი. როგორც შავი, ხშირად თეთრი ფერის მანქანაც მფლობელის სოლიდურ მდგომარეობასთან ასოცირდება. თეთრი მანქანის მფლობელები სიმართლისმოყვარენი, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებული ადამიანები არიან, სწამთ საკუთარი ძალების და არასოდეს კარგავენ ოპტიმიზმის გრძნობას. შავი. შავი მანქანის მფლობელები დიდ ყურადღებას აქცევენ საზოგადოებრივ მდგომარეობას. ისინი პატივმოყვარენი არიან და უმეტეს შემთხვევაში მამაცობითაც გამოირჩევიან. ჰყავთ ბევრი ნაცნობი, მაგრამ ცოტა მეგობარი. ცხოვრებაში განსაკუთრებით ორგანიზებულობასა და წესრიგს აფასებენ. აქვთ კარგი გემოვნება და ყოველთვის ცდილობენ, რომ ურთიერთობებში ჰარმონია შეინარჩუნონ. მწვანე. მწვანე ფერის მანქანის მფლობელები პრაქტიკულობით, პუნქტუალურობით და წინდახედულებით გამოირჩევიან. მათთვის პირველ ადგილზე ოჯახი დგას, თუმცა კარიერასაც არანაკლებ ყურადღებას უთმობენ. მეტოქეობა და კონკურენცია მათთვის მიუღებელია. სწორედ ამის გამო მათსავით ერთგული და კარგი მეგობარი იშვიათად შეგხვდებათ. ლურჯი. ლურჯი მანქანის მფლობელები ნებისმიერ საზოგადოებაში კარგად გრძნობენ თავს. გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით, თუმცა მოკლებულნი არიან წარმოსახვის უნარს. მათგან რაიმე იდეის შემოთავაზებას არ უნდა ელოდოთ, თუმცა დახმარებას იდეის განხორციელებაში ნამდვილად გაგიწევენ. ძალიან აღელვებთ გარშემომყოფთა აზრი მათი პიროვნების შესახებ. ნარინჯისფერი. ნარინჯისფერის მოყვარულნი ზედმეტი თეატრალურობით გამოირჩევიან. უყვართ ტრაბახი, რაც ხშირად სასაცილო მდგომარეობაში აყენებთ. გარშემომყოფთა თვალში ისე ჩანს, რომ ისინი პოპულარობას ეძებენ, სინამდვილეში კი მათ მხოლოდ მზრუნველობა და ყურადღება სჭირდებათ. ყვითელი. ყვითელი უზრუნველი ადამიანების ფერია. ამ ფერს ავანტიურისტები ირჩევენ. მათ საკუთარი შესაძლებლობებისა და ნიჭის განხორციელების დაუძლეველი სურვილი აქვთ. საკუთარ ძალებში ყოველთვის დარწმუნებულნი არიან და ადამიანები გაჭირვებაში თამამად ენდობიან მათ. წითელი. წითელი ფერის მანქანის მფლობელები ხშირად შემოქმედებითი მწვერვალებისკენ მიისწრაფვიან. გულისხმიერი და კეთილშობილები არიან, რის გამოც საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობენ. გადაჭარბებული ოპტიმიზმის გამო ხშირად მოშურნეთა სიცილსაც იმსახურებენ, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს მათ გამარჯვებების მოპოვებაში. ვარდისფერი. ვარდისფერი მანქანა მხოლოდ რომანტიკოსს ჰყავს. ასეთი მანქანის მფლობელები სათნონი, მომხიბვლელნი, ძალზედ მოსიყვარულენი არიან, თუმცა პრაქტიკულობა აკლიათ. ნაცრისფერი. ნაცრისფერ მანქანებს ძირითადად მაღალი ზნეობის მქონე, სიმართლისმოყვარე პიროვნებები ირჩევენ. მათ ძალზე ძლიერად აქვთ განვითარებული მოვალეობის გრძნობა და უმეტეს შემთხვევაში სამაგალითონი არიან. შეუძლიათ კარგი მეგობრობის გაწევა. 117 4-ს მოსწონს
|