სხვა რამდენ ხანს იცოცხლებთ? 2012, 9 დეკემბერი, 2:01 ეს დამოკიდებულია მრავალ გარემოებაზე, რომელთა შორის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება თქვენს ჩვეულებებს. მოცემული ტესტის კითხვებს უპასუხეთ სავსებით გულწრფელად და ზოგიერთ მათგანს სერიოზულადაც ჩაუფიქრდით. შესაძლებელია დაგჭირდეთ ცხოვრების წესის შეცვლაც. არ აქვს მნიშვნელობა 20 წლის ხართ თუ 50-ისა. რაც უფრო ადრე მოიცილებთ მავნე ჩვევებს, მით უკეთესი.
ავიღოთ რიცხვი 72 - სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. მას უნდა გამოაკლოთ ან მიუმატოთ თქვენს მიერ პასუხის გაცემისას დაგროვებული ქულები: 1. თუ მამაკაცი ხართ, მოცემულ რიცხვს გამოაკელით 3. ქალებმა კი უნდა დაუმატონ 4, რადგან ისინი საშუალოდ 7 წლით მეტს ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები. შესაბამისად, მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 69, ხოლო ქალების - 76 წელიწადს. 2. თუ ქალაქში ცხოვრობთ, რომლის მოსახლეობა 1 მლნ-ს აჭარბებს, გამოაკელით 2 წელი. 3. თუ გონებრივი შრომით ხართ დაკავებული, გამოაკელით კიდევ 3 წელი. 4. თუ დასახლებულ პუნქტში ცხოვრობთ, რომლის მოსახლეობა 10 ათასზე ნაკლებია, მიუმატეთ 2 წელი. 5. თუ კვირაში 5-ჯერ სპორტით ხართ დაკავებული ნახ. საათით მაინც - მიუმატეთ 4 წელი, თუ 2-3-ჯერ, მიუმატეთ 2 წელი. 6. თუ ცოლიანი ხართ (გათხოვილი, აპირებთ დაოჯახებას), მიუმატეთ 5 წელი, თუ არა - გამოაკელით თითო წელი მარტოხელა ცხოვრების ყოველ 10 წელზე (25 წლის ზემოთ). 7. თუ თქვენ გამუდმებით გძინავთ 10 საათზე მეტხანს, გამოაკელით 4 წელი. თუ 7-8 საათს გძინავთ, ნურაფერს ნუ გამოაკლებთ. 8. თუ ცუდად გძინავთ, გამოაკელით 3 წელი. დიდი დაღლილობა, ისევე, როგორც ხანგრძლივი ძილი - ცუდი სისხლის მიმოქცევის ნიშანია. 9. თუ ნერვული, ფიცხი ადამიანი ხართ, გამოაკელით 3 წელი. თუ მშვიდი და გაწონასწორებული - მიუმატეთ 3 წელი. 10. თუ ბედნიერი ხართ, დაუმატეთ 1 წელი. თუ უბედური - გამოაკელით 2 წელი. 11. თუ საჭესთან ყოფნისას გამუდმებით არღვევთ მოძრაობის წესებს, გამოაკელით 1 წელი. 12. თუ გამუდმებით არ გყოფნით ფული და ფიქრობთ, თუ სად გამოიმუშავოთ, გამოაკელით 2 წელი. 13. თუ საშუალო განათლება გაქვთ, მიუმატეთ 1 წელი. თუ უმაღლესი - 2. 14. თუ პენსიაში ხართ და განაგრძობთ მუშაობას, მიუმატეთ 3 წელი (სრული უსაქმურობა, ურთიერთობის არქონა ამოკლებს სიცოცხლეს). 15. თუ თქვენმა ბებიამ (პაპამ) 85 წლამდე იცოცხლა, მიუმატეთ 4 წელი. თუ რომელიმე მათგანი მოულოდნელად გარდაიცვალა და ვერ მიაღწია 50 წელს (გარდაიცვალა ინსულტით, ინფარქტით), გამოაკელით 4 წელი. 16. თუ რომელიმე ახლო ნათესავმა ვერ იცოცხლა 50 წლამდე და კიბოთი გარდაიცვალა, გამოაკელით 3 წელი. 17. თუ დღეში 3 კოლოფზე მეტ სიგარეტს ეწევით, გამოაკელით 8 წელი, თუ 1 კოლოფს - 6 წელი, თუ 1 კოლოფზე ნაკლებს - 3 წელი. 18. თუ ყოველდღე სვამთ თუნდაც 1 წვეთ სპირტიან სასმელს, გამოაკელით 1 წელი. 19. თუ თქვენი წონა 20 კგ-ით აღემატება თქვენი ასაკისა და სიმაღლისათვის დასაშვებ ნორმას, გამოაკელით 8 წელი. თუ 15 კგ-ით - 4 წელი. თუ 5-10 კგ-ით - 2 წელი. 20. თუ თქვენ 40 წელზე მეტი ხნის ხართ და ყოველწლიურად გადიხართ პროფილაქტიკურ შემოწმებას, მიუმატეთ 2 წელი. თუ 30-40 წლის ხართ, მიუმატეთ ასევე 2 წელი; თუ 40-50 წლის - 3 წელი; თუ 50-ზე მეტი ხნის - 4 წელი. რიცხვი, რომელსაც მიიღებთ, საბოლოო ჯამში იქნება ის ასაკი, სადამდეც შეძლებთ იცოცხლოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა მას გადააჭარბებთ, თუკი უარს იტყვით მავნე ჩვევებზე. 551 7-ს მოსწონს |
"...მაგრამ, რა თქმა უნდა მას გადააჭარბებთ, თუკი უარს იტყვით მავნე ჩვევებზე."