x
image
ეთო-ეთო
7 ნამდვილი წესი, როგორ გავიხალისოთ ცხოვრება
image


1. ისწავლეთ "არას" თქმა!


თქვენ ისე გადაეჩვიეთ უარის თქმას, რომ ვეღარც ამჩნევთ, როგორ გიყენებენ ადამიანები. შედეგი - დაღლილობა და დეპრესია. დაივიწყეთ ის აზრი, რომ გარშემომყოფებს ნაკლებად ეყვარებით, თუ ხანდახან თხოვნაზე უარს ეტყვით.


2. ბოლოს და ბოლოს, იფიქრეთ საკუთარ თავზე!



შეჩერდით და დაფიქრდით, ბოლოს როდის გააკეთეთ რამე საკუთარი თავისთვის?! ამჯერად ფული მასაჟზე დახარჯეთ, იყიდეთ თქვენთვის ახალი ნივთი. განწყობა აშკარად გამოგიკეთდებათ და ამავე დროს, ეს საქციელი სხვებზეც დადებითად იმოქმედებს.


3. ნუ ეცდებით, იყოთ სრულყოფილი!


სამსახურში გინდათ, რომ საუკეთესო კუთხით გამოავლინოთ თავი და ამასთანავე ყოველთვის ფორმაში იყოთ - შესანიშნავად გამოიყურებოდეთ. სახლში იდეალური წესრიგი გაქვთ დამყარებული.

ნუ ეცდებით, ყველაფერში სრულყოფილი იყოთ - სხვებიც ხომ არ არიან სრულყოფილნი?!


4. ნუ იფიქრებთ მხოლოდ ვარჯიშზე!


თქვენ სინდისი გქეჯნით იმის გამო, რომ სპორტს დიდ დროს ვერ უთმობთ? დაივიწყეთ ეს პრობლემა! გაითვალისწინეთ რჩევა: ხშირად იარეთ ფეხით, ადით კიბეზე, ხოლო კბილების გამოხეხვისას დაჭიმეთ და მოუშვით მუცლის კუნთები. რამდენიმე კვირაში გასაოცარ სედეგს მიაღწევთ.


5. პირადი დრო - წმინდა საქმეა!


კვირაში ერთი დღე მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ და გააკეთეთ ის, რაც თქვენ ნამდვილად სიამოვნებას მოგანიჭებთ. მაგალითად, წაიკითხეთ რაიმე წიგნი ან მეგობართან ერთად კაფეში წადით და უბრალოდ გაერთეთ. აუზზე ან უცხო ენის კურსებზე იარეთ.

ერთი სიტყვით გამოეთიშეთ ყოველდღიურ პრობლემებს. ეს ნათესავებთან ვიზიტსა და მაღაზიებში სიარულზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.


6. მიირთვით სიამოვნებით!


ჯანმრთელი კვება თქვენი ორგანიზმისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. საკვებად მოიმზადეთ თხილი, ვაშლი, ბანანი და შეუმჩნევლად ყველა ვიტამინს მიიღებთ, ასევე - მინერალურ ნივთიერებებსაც, რომლებიც თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია.

პიცა, ხაჭაპური და ფუნთუშეული უმჯობესია რაციონიდან ამოიღოთ.


7. მიჰყევით დინებას!


ხშირად წვრილმანებიც კი გვაღიზიანებს. მაგალითად, საცობები ქუჩებში, რიგი სუპერმარკეტის სალაროსთან, ტრანსპორტი აგვიანებს ან კიდევ ხმაური სამსახურში. თითქოს ყველა სპეციალურად ცდილობს თქვენს გაღიზიანებას, მაგრამ აღიარეთ, ყველა ეს წვრილმანი ხომ სულაც არ არის ტრაგედიის მიზეზი?! ამიტომ ყველაფერზე ნუ ინერვიულებთ! საგნები და მოვლენები ისეთებად აღიქვით, როგორებიც სინამდვილეშია. მით უმეტეს, რომ თქვენ მაინც ვერაფერს შეცვლით.


1
404
9-ს მოსწონს
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
404
  
2012, 25 დეკემბერი, 22:46
თუნდაც ერთი წესის სრულფასოვნად შეგრძნებაც კი წინსვლა იქნება უყველას ცხოვრებაში,მაგრამ.......
0 1 1