სხვა მითხარი რა ფერისაა შენი ფინჯანი და გეტყვი ვინა ხარ შენ 2013, 2 იანვარი, 5:07 თუ ფინჯანი ჭრელია ან ნახატებიანი, მთავარი ის ფერია, რომელიც ჭარბობს მასში. წითელი ასეთ ფინჯანს ენერგიული, მიზანდასახული, აქტიური და ამბიციური ადამიანები ირჩევენ. ისინი იოლად ღიზიანდებიან და იფიტებიან, მაგრამ მათი მთავარი თვისება მოქმედებაა. თუ რაიმე მიზანს დაისახავენ, აუცილებლად მიაღწევენ. ყვითელი მისი პატრონი ცნობისმოყვარე და ხალისიანი ადამიანია. ის სულ დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვის და გარშემომყოფებს ცოტა თავისებური ეჩვენებათ. ის ექსტარვაგანტური პიროვნებაა და ყოველთვის მოდური. თეთრი თავისუფლების მოყვარე ადამიანია. არაჩვეულებრივი ჭკუა-გონება და ინტუიცია აქვს. მხიარული და მახვილგონიერია, მაგრამ ხანდახან ზედმეტად მომთხოვნია ახლობლების მიმართ. შავი ის იდეალისტი და პრაგმატიკოსია. ასეთები გაურბიან პრობლემებსა და იმედის გაცრუებას, ამიტომ ყველაფერს ახალს ეჭვის თვალით უყურებენ. ისინი ავტორიტარები არიან. მწვანე თავდაჯერებული ლიდერია. ანგარიშიანია, მაგრამ ამასთანავე ყოველთვის შრომისმოყვარეა და თუ რამეს აკეთებს, ცდილობს კარგად გააკეთოს. გარშემომყოფთაგან კი აღფრთოვანებას ითხოვს. ლურჯი ის სიმშვიდისა და ჰარმონიისაკენ ისწრაფვის. არ უყვარს კონფლიქტები და ეშინია მარტოობის. მგრძნობიარეა, წვრილმანებიც კი წყინს. ნამდვილი მშვიდობისმყოფელია. მისი დევიზი ზომიერებაა. 186 12-ს მოსწონს
|