მუსიკა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი წყვილი შოუბიზნესში - ბიონსე ნოულსი და მისი მეუღლე ჯეი-ზი 2013, 1 აპრილი, 0:42
ბიონსე ჯიზელ ნოულსი დაიბადა ტეხასის შტატში - ჰიუსტონში 1981 წლის 4 სექტემბერს.თანამედროვე ამერიკული პოპის ცოცხალი ლეგენდა.იგი გახლავთ არა მარტო მომღერალი, არის სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მოდელი და ვიდეო კლიპების რეჟისორი. 16 წლის ასაკში დაიწყო მისი შემოქმედებითი კარიერა, მაგრამ თავდაპირველი წარმატება მოიპოვა ერთ-ერთ ქალთა გუნდში, რომელიც დღემდე მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ქალთა ჯგუფის ტიტულს ინარჩუნებს.ბიონსე 15 წელია, რაც ამერიკული პოპ - მუსიკის ვარსკვლავია.მას უამრავი ტურნე აქვს ჩატარებული, აგრეთვე მიღებული აქვს ჯილდოები სხვადასხვა ნომინაციებში. მისი მეუღლე - ჯეი-ზი ანუ შონ კორი კარტერი ცნობილი რეპერი და პროდიუსერია ბრუკლინიდან, ამერიკის ერთ-ერთი გავლენიანი ჰიპ-პოპ შემსრულებელი, რომლის ქონება 450 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული, მიღებული აქვს 13 გრემის ჯილდო და მრავალი სხვა ნომინაცია. წყვილმა იქორწინა 2008 წელს.გასული წლის დეკემბერში კი პატარა შეეძინათ. 111 29-ს მოსწონს
|