x
image
worldsport.ge
ონილმა “სანდერლენდი” დატოვა

imageშაბათს “მანჩესტერ იუნაიტედთან” განცდილი მარცხის შემდეგ (0:1), “სანდერლენდის” მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.
61 წლის სპეციალისტი გუნდს 16 თვის განმავლობაში ავარჯიშებდა. ინგლისის პრემიერლიგის ბოლო 8 მატჩში, “შავმა კატებმა” ვერცერთი თამაშის მოგება ვერ მოახერხეს და ახლა გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულა აშორებთ.
შკყ შპორტს-ის ინფორმაციით, ეს უფრო გაძევება უნდა იყოს, ვიდრე თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვება. ამის საფუძველს წყაროს ის აძლევს, რომ მანჩესტერელებთან განცდილი მარცხის შემდეგ, ონილი პრესკონფერენციაზე დადებითი სურათის დახატვის ცდილობდა და სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობდა.
ვარაუდობენ, რომ უკვე ორშაბათს “სანდერლენდს” სტივ მაკლარენი ჩაიბარებს.


www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0