x
image
hamunaptra1990
"მამაკაცი-ბარბი" ყოველწლიურად 30 000 დოლარს ხარჯავს ბარბის თოჯინებზე(+ვიდეო)

image

41 წლის სტენლი კოლორაიტი, რომელიც თავის თავს "მამაკაც-ბარბის" უწოდებს, 2 ათწლეულია უკვე რაც ბარბის თოჯინების კოლექციონერობით არის დაკავებული. დამეთანხმებით, რომ ეს მამაკაცისთვის ძალიან უჩვეულო გატაცებაა. მის სახლში ვირტუალური მუზეუმია კომპანია "Mattel"-ის პოპულარული სათამაშოების. სტენლი კოლორაიტმა პირველი თოჯინა შეიძინა 1997 წელს. ამ ეტაპზე მას აქვს 2 000-ზე მეტი თოჯინა, რომ აღარაფერი ვთქვათ უამრავი რაოდენობის აქსესუარებსა და მორთულობებზე. იგი აცნობიერებს, რომ ეს მისი ერთგვარი აკვიატებაა, მაგრამ ის უბრალოდ ვეღარ ჩერდება. თუ იგი ხედავს ბარბის თოჯინას, რომელიც მას არ აქვს, იგი აუცილებლად ყიდულობს მას. ყოველთვიურად სტენლის კოლექციას დაახლოებით 20 თოჯინა ემატება. როგორც ხედავთ, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ "მამაკაცი-ბარბი" არ აპირებს გაჩერებას. მიუხედავდ იმისა, რომ 4 ოთახი უკვე სავსე აქვს თოჯინებით, იგი არ აპირებს გაჩერებას, ვიდრე მისი 8 ოთახი არ აივსება ფლორიდაში. იგი ასევე გეგმავს, რომ თოჯინები მიამაგროს ფანჯრის რაფებზე და ჭაღებზე, რათა უფრო მეტი ადგილი ჰქონდეს ბარბისთვის.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თოჯინის ფასი მის კოლექციაში 975 დოლარს შეადგენს, ხოლო ბარბის სახლში კი მას 1000 დოლარი აქვს გადახდილი. მისი კოლექციის ფასი 80 000 დოლარს შეადგენს. მაგრამ სტენლი მათ გაყიდვას არც კი ფიქრობს, რაგდან იგი ამაყობს, რომ იგი ამ კოლექციის მფლობელია.imageimage







0
66
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0