შოუბიზნესი ქეთა თოფურიას გამომწვევმა ჩაცმულობამ პრესა ისევ აალაპარაკა (ფოტოები) 2013, 29 მარტი, 14:06 რუსეთში მოღვაწე ქეთა თოფურიამ თავისი გამომწვევი ჩაცმულობით კიდევ ერთხელ შახსენა თავი პუბლიკას. ის მოსკოვში, გალა-საღამოზე ღრმად ამოჭრილი დეკოლტიანი კაბით გამოცხადდა, სადაც პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტები უნდა გამოეცხადებინათ. საღამოზე იმყოფებოდნენ მაქსიმ გალკინი, იანა ჩურნიკოვა, დიმა ბილანი, ჯგუფი „დისკოტეკა ავარია“ და სხვები. ამ საღამოზე „ა სტუდიოს“ ქართველი სოლისტი ყველასგან გამოირჩეოდა, რაც მხოლოდ სიმღერის დამსახურება არ ყოფილა. საიდუმლო არ არის, რომ ყველა ვარსკვლავი ცდილობს ყურადღების ცენტრში ყოფნას, რაც მათ პოპულარულობას ერთი ორად ზრდის, მაგრამ რუსულ პრესას მიაჩნია, რომ ეს ყველაზე კარგად ქეთა თოფურიას გამოსდის. მომღერალს საღამოზე გრძელი, შავი კაბა ეცვა, რომლის დეკოლტეც მუცელთან მთავრდებოდა, ზემოდან კი შავი, მოკლემკლავიანი ნაქსოვი მოსაცმელი ჰქონდა მოსხმული. თოფურიას არაერთხელ ჰქონია თავისი სრულყოფილი მკერდის გამოჩენის მცდელობა, თუმცა ამჯერად ყველამ აღნიშნა რომ ფანტაზიისთვის ადგილიც კი აღარ დაუტოვა მაყურებელს თუ რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს. მისი წითელი პომადა კი უფრო მეტად გამომწვევი იყო, რაც არამარტო მამაკაცების, არამედ ქალების ყურადღებასაც იქცევდა, რომლებიც მორცხვად აპარებდნენ თვალს მისი დეკოლტესკენ. 4160 14-ს მოსწონს 2-ს არა
|