იტალიური “რომას” ცოცხალმა ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ ერთობ ხმამაღალი განცხადება გააკეთა. ვეტერანი იტალიელი აცხადებს, რომ მასზე უკეთესი ფეხბურთელი მხოლოდ ლიონელ მესია.
“დედამიწის ზურგზე მხოლოდ ერთია ისეთი ფეხბურთელი, ვინც ისეთ რამეებს აკეთებს, რაც არასდროს გამომდიოდა. ეს ლიონელ მესია! ჩემზე მაღლა ვერცერთ იტალიელ ფეხბურთელს დავაყენებდი. ამას ციფრებიც ამტკიცებენ. პირადად მე ვისთანაც მიმუშავია, საუკეთესო მწვრთნელი მარჩელო ლიპია. ფაბიო კაპელო და ლუჩანო სპალეტიც დიდი სპეციალისტები არიან. ვისთან ერთად ვიმუშავებდი? ჟოზე მოურინიოსთან”, - განუცხადა ტოტიმ La Gazzetta dello Sport-ს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი ტოტიმ და მისმა იტალიის ნაკრებმა სწორედ ლიპის თავკაცობით მოიგო.
წყარო: www.worldsport.ge