ქალი და მამაკაცი როგორ გავარჩიოთ ინტერნეტით დაწყებული ურთიერთობა რეალური რომანისაგან. 2013, 27 მარტი, 21:37
ღალატი ოჯახების დანგრევის ყველაზე ხშირი მიზეზია.ბოლო პერიოდში ექსპერტებმა გამოავლინეს ღალატის ერთ-ერთი ახალი სახე, რომელიც ძალიან სახიფათოა თვით უკვე შემდგარი და მტკიცე ოჯახის წევრებისთვისაც კი. მთავარი მიზეზი ამ შემთხვევაში არის სოციალური ქსელი, რომლის მეშვეობითაც ხშირ შემთხვევაში ხდება არა მარტო ფიზიკური ღალატი, არამედ ემოციურიც. გარკვეულ ცნობებზე დაყრდნობით, აღმოჩნდა, რომ 30% განქორწინების, სწორედ სოციალური ქსელის დამსახურებაა. უფრო და უფრო მეტი ქალი თუ მამაკაცი აბამს რომანს ვირტუალურად და შემდეგში კი ყველაფერი ეს გადადის რეალურ ურთიერთობებში.თითოეულ მათგანს გონია, რომ ეს არის უბრალო ფლირტი, ნაცნობობა, რომელსაც ადვილად დააღწევს თავს, მაგრამ არმოჩნდა, რომ არც ისე ადვილია ამ ურთიერთობებისაგან განთავისუფლება.
იმის გასარკვევად ეს გაცნობითი ხასიათის ურთიერთობაა თუ რეალური რომანი, ექსპერტები გვთავაზობენ პასუხი გავცეთ რამოდენიმე კითხვას
1.ინტერნეტით ურთიერთობისას ხდება თუ არა პირადი ინფორმაციების გაცვლა? 2.დიდ დროს უთმობთ თუ არა ვირტუალურ ურთიერთობებს? 3.გვაქვს თუ არა სურვილი ხშირად შევამოწმოთ შემოვიდა თუ არა ახალი მეგობარი კონტაქტში? 4.მასთან ურთიერთობისას გვაქვს თუ არა ბედნიერების შეგრძნება? 5.ვმალავთ თუ არა მის ვინაობას? 6.ხშირად ვცვლით თუ არა პაროლს? 7.ონლაინში ურთიერთობისას განვიცდით თუ არა სექსუალურ ემოციას? თუ ყველლა კითხვაზე პასუხი დადებითი გვაქვს მაშინ დადგა დრო სერიოზულად დავფიქრდეთ მასთან ურთიერთობაზე, გვირჩევენ ექსპერტები. 114 6-ს მოსწონს
|