კინო ერთმანეთის მსგავსი ცნობილი მსახიობები 2013, 26 მარტი, 21:51 საიდუმლო არ არის, რომ ხშირად ბაძავენ კუმირებს და ცდილობენ დაემსგავსონ მათ. ეს რიგით ადამიანებს პოპულარულობას მატებს და ამით გარკვეულ თანხასაც კი იმუშავებენ. თუმცა, არიან ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს მიმბაძველობის გარეშეც ძალიან გვანან. ჰოლივუდში მიაჩნიათ, რომ ენ ჰეტევეი ძალიან ჰგავს ჯულია რობერტსს და ეს ორი ადამიანი თავიანთ ეპოქაში ჰოლივუდის ულამაზეს ქალბატონებად ითვლებიან. მიაჩნიათ, რომ ახალბედა სელენა გომესი ძალზედ წააგავს ყველასათვის სასურველ ქეთრინ ზეტა ჯონსს : თვალებით, ნიკაპით, თმის ფერით, ტუჩებითა და მომხიბვლელობით. (მგონი ტუჩები სხვადასხვანაირი აქვთ და მე პირადად დიდად ვერც ვამსგავსებ ერთმანეთს). უკვე დიდიხანია ყველასთვის ცნობილია ბრედ პიტისა და რობერტ რედფორდის მსგავსება. თუ შევადარებთ მათი ახალგაზრდობის სურათებს, ამას კარგად დავინახავთ. ჰოლივუდში კი თვლიან, რომ რაც უფრო ასაკში შედის ბრედ პიტი, მით უფრო ემსგავსება რედფორდს. ჰელენ ჰანტის "ორეული" ჯერ არც ისე ცნობადი სახეა, თუმცა ორი აზრი არ არის, რომ ლილი სობესკი ძალიან ჰგავს ცნობილ მსახიობს. ჯენიფერ ლოურენსი იმდენად წააგავს რენე ზელვეგერს, ჰოლივუდში მათზე ხუმრობენ კიდეც, რომ თავისუფლად შეიძლება ფილმის გადაღება, სადაც ლოურენსის სიბერეს ზელვეგერი განასახიერებს. მიუხედავად ასაკში სხვაობისა, მადონას ძალიან ჰგავს მერი-ქეით ოლსენი, რომელიც თავის მხრივ ცდილობს კიდევაც უფრო მეტად დაემსგავსოს პოპის დედოფალს. 149 4-ს მოსწონს
|