შოუბიზნესი მაიკლ ჯექსონის ცეკვას, "მთვარის სიარულს"-30 წელი შეუსრულდა 2013, 25 მარტი, 20:06 30 წლის წინ, 1983 წლის 25 მარტს, მაიკლ ჯექსონმა ხმის ჩამწერ კომპანიის Motown-ის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე "Billie Jean"-ი შეასრულა, სწორედ ამ სიმღერის დროს იცეკვა პირველად ჯექსონმა ლეგენდად ქცეული "მთვარის სიარული", რომელიც პოპ მუსიკის მეფის სავიზიტო ბარათად იქცა, თუმცა არ გეგონოთ, რომ ამ ცეკვის იდეა მაიკლ ჯექსონს ეკუთვნის, წერს "Stop The Presses!"-ი.ვინ მიაჩნიათ"მთვარის სიარულის" ავტორად? ჯაზ-შოუმენი კებ კელოუელი ამბობდა, რომ ამ მოძრაობებს იგი ჯერ კიდევ 30-იან წლებში აკეთებდა, თუმცა ამის დამადასტურებელი კინოფირი არ არსებობს, რაც ნაღდია და დადასტურებული, ეს არის 50-იან წლებში ამერიკელი მოცეკვავის ბილი ბეილის ცეკვა, რომელიც ნამდვილად "მთვარის სიარულის" პროტოტიპია.თუმცა, როგორც "Stop The Presses!-ის" ჟურნალისტები მიიჩნევენ ჯექსონმა ცეკვა ბილი ბეილისგან კი არა, არამედ ჯეფრი დენიელისგან აიღო.(დისკო-ჯგუფი "Shalamar"-ი), თუმცა თვითონ მომღერალი ყოველთვის ამბობდა, რომ ცეკვა თვითონ მოიგონა და ამისთვის ბევრს ვარჯიშობდა სახლში.ასე წერს თავის მემუარებშიც, რომელიც 1988 წელს გამოიცა.თუმცა ფაქტი სხვას ღაღადებს, ჯექსონი და დანიელსი ერთმანეთს იცნობდნენ და სწორედ დენიელსისგან აიღო ამ ცეკვის იდეა მაიკლმა. 36 2-ს მოსწონს
|