x
image
ეთო-ეთო
რას ნანობენ მწარედ მამაკაცები
image



არსებობს ბევრი რამ, რაც მამაკაცმა არასოდეს უნდა გააკეთოს და არც აკეთებს, მაგრამ არსებობს ბევრი ისეთი რამ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება, მაგრამ მამაკაცები მაინც აკეთებენ, რასაც შემდეგ მწარედ ნანობენ.


გთავაზობთ რამდენიმე სიტუაციას, რომლებსაც მამაკაცი სინანულამდე მიჰყავს.



1. ვნებიანი სექსი უცნობ ქალთან.



ყველაზე დიდი რისკი სწორედ ახალგაცნობილ ქალებს უკავშირდება. როდესაც ქალს გაიცნობთ და მათთან ურთიერთობას გადაწყვეტთ, დამცავი საშუალებების არსებობა უბრალოდ გავიწყდებათ, რადგან ვნება უსაფრთხოების შეგრძნებას აქრობს. თანაც მამაკაცებს ამ დროს არ სურთ დრო უსაფრთხოებაზე ფიქრში დაკარგონ, რაც შემდეგ ხშირად სანანებელი უხდებათ.



2. იმედი გაქვთ, რომ ვიწრო ფეხსაცმელი გაიწევს.


მამაკაცები ნებისყოფის საკითხში რომ მოიკოჭლებენ, ეს კარგადაა ცნობილი.

რამდენიმე წყვილი ფეხსაცმლის მოსინჯვის შემდეგ კაცი არჩევანს მაინც იმაზე აკეთებს, რომელიც ხელში პირველად მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ვიწრო ჰქონდეს და უჭერდეს.

ამ დროს მამაკაცი თავს იმით იიმედებს, რომ ფეხსაცმელი გაიწევს.

დროთა განმავლობაში ტყავის ფეხსაცმელი კი გაიწევს, მაგრამ ეს მძიმედ დაეტყობა თქვენი სიარულის მანერას. უარეს შემთხვევაში კი ფეხის ტრავმას გამოიწვევს.



3. სერიოზულად იღებთ თვალცრემლიანი ქალის სიტყვებს.


მამაკაცების დიდი ნაწილი ვერ იტანს ქალის ცრემლს და ამ დროს მზადაა ყველაფერი გააკეთოს, ოღონდ არ უყუროს ქალის ტირილს.

ამ იარაღს კი ქალები არაჩვეულებრივად იყენებენ.

ეს მამაკაცებმაც კარგად იციან, თუმცა მაინც უთმობენ, რასაც ბოლოს ნანობენ.

ამ დროს ჯობია ქალს თანაუგრძნოთ, მაგრამ ყველაფერში არ დაეთანხმოთ.



4. ბიზნესი მეგობრებთან ერთად.


არსებობს გამონათქვამი - თუ მეგობართან ბიზნესს წამოიწყებ, მაშინ მეგობარსაც დაკარგავ და ბიზნესსაც.

ამ წესს მამაკაცები ხშირად არღვევენ.

პრაქტიკა ამტკიცებს, რომ რაც უნდა ხანგრძლივი მეგობრობა გაკავშირებდეს ადამიანთან, ფულს და ბიზნესს შეუძლია ეს ურთიერთობა ყირამალა დააყენოს.



5. საბუთების გაფორმება ბოლო მომენტში.


სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტეთ, საბუთების მოწესრიგება კი ბოლო მომენტისთვის გადადეთ? ეს ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა, რაც კი შეიძლება თავში მოგივიდეთ.

როგორც წესი, ბოლო მომენტში ყველაზე გაუთვალისწინებელი პრობლემები იჩენს თავს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ სრულყოფილად დაისვენოთ.



6. ცოლიანი მამაკაცის ტრაბახი სასიყვარულო გატაცებების შესახებ.


ეს თითქმის ყველა მამაკაცს ახასიათებს, მაგრამ ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ვინმეს სიმთვრალეში ან სიფხიზლეში ნებსით თუ უნებლიედ თქვენი სექსუალური გატაცებების შესახებ ახსენდება არასასურველ მომენტსა და გარემოში.



7. გარუჯვა დასვენების პირველივე დღეს.


მზე, პალმები, ქვიშა და ზღვის ტალღები ყველანაირ წესებს ავიწყებს ადამიანს. რაც უნდა ხშირად ვიმეოროთ, რომ პირველ დღეს მზის აბაზანები მხოლოდ 15 წუთით უნდა მივიღოთ, ეს წესი ბოლო მომენტში ყველას ავიწყდება.

პირველ დღეს მიღებული დამწვრობა კი დასვენების მთელ შემდგომ პერიოდზე უარყოფით გავლენას ახდენს.



8. ვადაგასული პროდუქტები.


პროდუქტების შენახვის ვადა ყველაზე მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი.

ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ პროდუქტების 2-3 თვით ადრე მომარაგებისაგან თავს შეიკავებთ.



9. იმედი გაქვთ, რომ საყვარელი ქალი არასოდეს შეძვრება თქვენს კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონში.


რაც უნდა ამტკიცოს საყვარელმა ქალმა, რომ სხვისი წერილების კითხვა ცუდი ტონია და ამას არასოდეს იზამს, იცოდეთ, რომ ის თქვენს კომპიუტერში და მობილურ ტელეფონში თამამად დაძვრება.

თუ ბრმად ენდობით მას, ყოველთვის მოტყუებული დარჩებით და შესაძლოა მწარედ ინანოთ.



10. ნუ ენდობით რუკაზე აღნიშნულ ბენზინგასამართ სადგურებს.


როცა მანქანით მოგზაურობთ, ნურასოდეს ენდობით ინტუიციას, რომ წინ კიდევ შეგხვდებათ ბენზინგასამართი სადგური.

რუკაზე აღნიშნული სადგური შეიძლება რეალურად აღარც არსებობს, ამიტომ ნუ გაუშვებთ შანსს და ბენზინი დროზე ჩაასხით, რომ მერე სანანებელი არ გაგიხდეთ.



11. აღიაროთ ღალატი.


ქალებს ხშირად ჰგონიათ, რომ თუ მამაკაცი მის წინაშე დანაშაულს აღიარებს, განსაკუთრებით კი ღალატს, ის ყველაფერს აპატიებს. რეალური სურათი კი სულ სხვაგვარია.

ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი ქალების უმეტესობა ქმარს არასოდეს პატიობს ღალატს.



12. ენდოთ ერთ ექიმს.


დიაგნოსტიკაში ყველაზე მეტი შეცდომები ხდება.

მამაკაცებს კი განსაკუთრებულად არ უყვართ ექიმებთან ვიზიტი და ამის გამო ერთი ექიმის დიაგნოზს ენდობიან, რაც ხშირად უარყოფითი შედეგის მომტანია.



13. ერთხელ გასინჯო ნარკოტიკი.


ხანდახან მამაკაცები ფიქრობენ - ერთხელ გავსინჯავ და მერე აღარ მივეკარებიო, თუმცა, როგორც ნარკოლოგები აცხადებენ, ნარკოტიკის პირველად მიღებიდან 10-12 საათის შემდეგ მომხმარებელს სურვილი უჩნდება, კვლავ გაუსინჯოს გემო.



14. მოითმინონ კბილის ტკივილი და დეპრესია.


არსებობს მდგომარეობა, რომელიც შეიძლება მოითმინო, მაგრამ არა - კბილის ტკივილი და დეპრესია.

ორივე შემთხვევაში მოთმინებას ცუდ შედეგამდე მივყავართ.

კბილი რომც გაგიყუჩდეთ, თუ მას არ მიხედავთ, დაკარგავთ, ხოლო დეპრესია გაგიღრმავდებათ.



15. კაზინოში ფულის მოსაგებად.


კაზინოს ხელმძღვანელები ამ ობიექტს იმიტომ კი არ ხსნიან, რომ თქვენ გაგამდიდრონ, არამედ პირიქით, თავად რომ გამდიდრდნენ.

კაზინოში მამაკაცი უნდა წავიდეს იმისათვის, რომ განიცადოს აზარტი, ითამაშოს საკუთარ ნერვებზე და ამ ყველაფრისთვის გადაიხადოს კიდეც.

კაზინოში დიდ თანხებს მხოლოდ წიგნებისა და ფილმების გმირები იგებენ.








21
170
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
170
  
2013, 21 აპრილი, 6:00
კაზინოსჰი მხოლოდ წიგნების და ფილმების გმირები არ იგებენ......
2013, 19 აპრილი, 23:07
და რატომ გგონია რომ ვერ გავიგეებ? :)
2013, 10 აპრილი, 2:37
შენ ვერასოდეს გაიგებ მაგას.........
2013, 8 აპრილი, 16:01
ყველაზე მეტად მეთხუთმეტეს ვეთანხმები :)
2013, 5 აპრილი, 9:07
გამგები გაიგებს:DDD
2013, 4 აპრილი, 18:56
შენც "პახაბნი" სიტყვებით ნუ მოგვაწვდი და არ დაგბლოკავენ, აქ თემისთვის კი არა, უცენზურობისთვის ბლოკავენ... ანუ როგორც იტყვიან "სიტყვები შეარჩიე ძმაო" :დდ
2013, 4 აპრილი, 16:55
ვიფიქრე ვიფიქრე და მოვიფიქრე რა მომენტში შეიძლება განიცადო შიში, სინანული,აზარტი, და დაჟე სიამოვნებაც:D მაგრამ რომ ვთქვა ეგ რა შემთხვევაშია შესაძლებელი-დამბლოკავენ, და თუ აღვწერე-გარყვნილებასა და სითახსირეში ჩამითვლიან:D ამიტომ თქვენთვის მომინდია:D
2013, 31 მარტი, 15:30
:დ სასაცილოა
2013, 25 მარტი, 11:29
,,ცხვედო" რამდენი წლის ხარ?
2013, 25 მარტი, 11:11
აი 15 მე არ ვეთანხმები არანაირად.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10