ქალი და მამაკაცი სინამდვილე მამაკაცებზე 2012, 11 დეკემბერი, 18:37
სანამ ვინმესთან ურთიერთობას დაიწყებენ, ჭკვიანი პარტნიორები (მაგალითად ბიზნესში) მასზე დოსიეს აგროვებენ. ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეების გაცნობის შემდეგ გაცილებით იოლია სამართლიანი და კეთილსინდისიერი თანამშრომლობა. იმისთვის, რომ ურთიერთობები სწორად წარმართო, პარტნიორის ქცევის მოტივები უნდა იცოდე. უნდა შეგეძლოს მისი თვალით სამყაროს დანახვა, მისნაირად უნდა გრძნობდე და განიცდიდე, უნდა ხვდებოდე, რა უნდა და რატომ.
ცოლ-ქმრული ცხოვრება - ესეც გარკვეული მიზნების გამო თანამშრომლობაა და ეს მიზნები ბედნიერებას, ჰარმონიას და ურთიერთ თანადგომას უკავშირდება. ამიტომაც არის ალბათ ოჯახური ცხოვრების პირველი წლები ყველაზე რთული და კონფლიქტური.
1. მამაკაცებს უფრო სწრაფად უყვარდებათ, ვიდრე ქალებს! ეს მართალია, რადგან ქალებში ურთიერთობის საწყის ეტაპზე გონება ჯაბნის გრძნობას, ხოლო შემდეგ პირიქით. მაგალითად მამაკაცის თვალების ან აღნაგობის გამო ქალს მისი დანახვისთანავე სექსის სურვილი ნამდვილად არ გაუჩნდება. 2. ქალები ფსიქიკურად და ფიზიკურად უფრო ამტანები არიან, ვიდრე მამაკაცები! ქალის ორგანიზმი უფრო სრულყოფილია, ამიტომ უფრო ძლიერი დამცავი ძალები გააჩნია, ვიდრე მამაკაცს. ქალის ტვინი გაცილებით სწრაფად ეგუება ახალ სიტუაციას, ამიტომაც მისი ფსიქიკა მამაკაცთან შედარებით გაცილებით მყარი და ადაპტირებულია. 3. მამაკაცებს უფრო სქელი კანი აქვთ. მამაკაცები უფრო გვიან ბერდებიან, ვიდრე ქალები. სამაგიეროდ ფიზიკური დატვირთვის უნარი ქალებს ყოველ 10 წელიწადში 2%-ით უქვეითდებათ, კაცებს კი - ათით. კაცები თავიანთი ახალგაზრდული გარეგნობით ხშირად სარგებლობენ და თვალი ახალგაზრდა გოგონებისკენ გაურბით, რამაც ფატალური შედეგიც შეიძლება გამოიწვიოს რეალური შესაძლებლობების არასწორად გათვლის გამო. 4. ქალი და მამაკაცი სხვადასხვაგვარად აზროვნებენ! მამაკაცს ერთდროულად 2 საქმის კეთება შეუძლია - მაგალითად საჭის მართვა და წაკითხულ სტატიაზე მსჯელობა. ამ მომენტში მისი ტვინის ერთი ნაწილი ავტომობილზე მუშაობს, მეორე - მსჯელობაზე. ქალი ამგვარი ამოცანის დროს ტვინის ორივე ნაწილს ერთდროულად ამუშავებს. ეს მას არა მარტო საქმის სწრაფ შესრულებაში უწყობს ხელს, არამედ გამჭრიახობაშიც. ნებისმიერი მლიქვნელური სიტყვების მიღმა ქალი მოსაუბრის ნამდვილ გრძნობას მიხვდება. მამაკაცები კი ამ მხრივ გულუბრყვილონი არიან და რასაც ეუბნებიან, თითქმის ყველაფერს იჯერებენ. 5. ყველა მამაკაცი - ბავშვია. ასე თქვა ერთხელ კოკო შანელმა. თუ ქალს ეს ესმის, ე. ი. მას ყველაფერი ესმის. მამაკაცს 50 წლის ასაკშიც შეუძლია მოზარდივით მოიქცეს და ალოგიკური, ბრიყვული საქციელი ჩაიდინოს. 6. საინტერესოა, რომ მამაკაცები ქალებზე უფრო ხშირად განიცდიან იმედგაცრუებას თავიანთი რჩეულის გამო. ახსნა მარტივია. ქალები უფრო შორსმჭვრეტელნი არიან და იციან, ვის მიჰყვებიან ცოლად. მამაკაცები თავდაპირველად ბევრს ვერაფერს ამჩნევენ ლამაზი თვალების და ფეხების მიღმა, რის გამოც სწრაფად დაებნენ. ისინი უბრალოდ გულუბრყვილოები არიან და არ იციან რა ელოდებათ ოჯახურ ცხოვრებაში. უმრავლესობას თავი დიდ ბავშვად წარმოუდგენია, რომელიც უყვართ და ანებივრებენ. უცებ კი ისინი გაოგნებულნი არკვევენ, რომ ცოლს, მისი მოვლის გარდა შეიძლება სხვა ინტერესებიც გააჩნდეს. 7. ყველა ცოლიანი მამაკაცი სულმოუთქმელად ელის მემკვიდრეს. სწორედ ბავშვის დაბადების შემდეგ ინგრევა ოჯახები, რადგან მამაკაცს ბედნიერების და გაუთავებელი ქეიფის ნაცვლად ხშირად სველი პამპერსები და უძილო ღამეები ხვდება წილად. თანაც მისი საყვარელი ადგილი დაიკავეს. მამაკაცები ხშირად ეჭვიანობენ ბავშვებზე, თუმცა ამას ისინი ხმამაღლა არასოდეს აღიარებენ. 8. მამაკაცები წარმატებისთვის იბრძვიან. მიზანი, კარიერა, დიდი ფული - მამაკაცისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. სამსახურიდან განთავისუფლება ან გაბანკროტება ყველაზე დიდი ტრაგედიაა მამაკაცისთვის, იმდენად დიდი, რომ ეს ხშირად თვითმკვლელობის მიზეზიც ხდება. 9. მამაკაცი არასოდეს იტყვის უარს სექსზე. მაშინაც კი, თუ ის მოსიყვარულე მეუღლე და მამაა, შესაძლოა მოხდენილი ტან-ფეხის მქონე ახალგაზრდა გოგოსთან ფლირტი გააბას. ზოგჯერ ღალატის პატიება უფრო საჭიროა, ვიდრე სკანდალის მოწყობა, რომელმაც მართლა შეიძლება დაანგრიოს თქვენი ოჯახური ურთიერთობა. 40-50 წლის ასაკში ფლირტი მამაკაცისთვის ერთგვარი საკუთარი თავის გამოცდის და თვითდამკვიდრების მეთოდია. ნუ გაამწვავებთ. თვით კლეოპატრასაც კი ღალატობდნენ. ეს სიახლისაკენ სწრაფვის ბრალია, რაც ბუნებრივად დევს ადამიანში. პოტენცია - ეს მათი სიამაყეა. მისი დაკარგვა კი მათთვის გაბანკროტებაზე უარესი ტრაგედიაა. არასოდეს ეხუმროთ მათ ამ თემაზე, რადგან მამაკაცები ადვილად შთაგონებადი არსებები არიან და შესაძლოა ეს მართლა დაემართოთ. 10. იცით რატომ ეძინებათ მამაკაცებს სექსის შემდეგ? მათი ორგანიზმი სექსუალური აქტის დამთავრებიდან 40 წამის განმავლობაში განსაკუთრებულ ნივთიერებას, ძილის ჰორმონ მელატონინს გამოყოფს, რომელიც ორგანიზმის სრულ მოდუნებას და ძილს იწვევს. ამიტომ ნუ გაიბუტებით და ნუ გაბრაზდებით მასზე, თუკი სექსის შემდეგ სწრაფად იძინებს, იგი 2 წუთში ისევ გამოფხიზლდება. მაშ ასე, დააკვირდით და გამოიტანეთ დასკვნები. იქნებ ამის შემდეგ მაინც აიცილოთ თავიდან შეცდომები, რომლებსაც ყველა უშვებს. 541 4-ს მოსწონს 1-ს არა
|