x
image
ეთო-ეთო
ორი ნაცადი მეთოდი ჭირვეული მამაკაცის მოსარჯულებლად
imageჭირვეული მამაკაცი, ისევე როგორც ქალი, ძნელი ასატანია ოჯახში. რას არ მიმართავენ ქალები, რომ თავიანთი რჩეულები მოარჯულონ, მაგრამ ხშირად ეს შეუძლებელი ხდება, რადგან ხომ გაგიგონიათ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. მაგრამ მაინც, არსებობს ორი უტყუარი მეთოდი, რომლის გამოყენებითაც ქალები ხშირად აღწევენ დასახულ მიზანს.

მაშ ასე, წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ:


მეთოდი პირველი


თუ თქვენს რჩეულს თავისი აბეზარი, კირკიტა ხასიათით მოთმინებიდან გამოყავხართ, მისი სიჯიუტის გატეხვის საუკეთესო საშუალებაა პრობლემის... ლოგინში მოგვარება. შეარჩიეთ სასიამოვნო საღამო, მოამზადეთ გემრიელი ვახშამი (უმჯობესია ის, რაც თვითონ უყვარს), ჩაიცვით შესაფერისად (ძალიანაც ნუ გამოიპრანჭებით) და დაელოდეთ ეფექტს. სულ რამდენიმე ალერსიანი ფრაზით შეძლებთ მისი გულის მოგებას, მაგალითად - "ძვირფასო, რა შესანიშნავია, რომ მე და შენ ასე გვიყვარს ერთმანეთი... ახლა მოგეხვევი და შენს თბილ მკერდზე დავიძინებ..." თუ გეცინებათ, სულ ტყუილად. ამას სჯობს, დაგვიჯეროთ და იმოქმედოთ, გახსოვდეთ, ტკბილი სიტყვა გაცილებით უკეთ ჭრის!


თუ ამ "რეცეპტს" კვირაში ორჯერ მაინც გამოიყენებთ, თქვენი "მხეცი" ფისოსავით ნაზი და ალერსიანი გახდება.


მეთოდი მეორე


როცა მამაკაცი ზომაზე მეტად კონსერვატორია, თქვენ კი ფანტაზიები გაწუხებთ, კონფლიქტი გარდაუვალია. გადაჭარბებული ჭირვეულობით კი იმას მიაღწევთ, რომ საბოლოოდ მოუღებთ ბოლოს ოჯახურ სიმყუდროვეს. ისწავლეთ, შეხედოთ სიტუაციას მისი თვალებით. იყავით კორექტული, დაეხმარეთ მითითებებით და არა შენიშვნებით, ნუ იჩქარებთ...

გახსოვდეთ, რომ ოჯახურ ცხოვრებაში საუკეთესო წინ გაქვთ.

2
276
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
276
  
2012, 12 დეკემბერი, 16:44
კარგი რომ იყო, ამიტომ აღმოვაჩინე სხვა საიტზე ჩემიდან მოპარული :)
2012, 12 დეკემბერი, 14:25
1 კარგია
0 1 2