ქალი და მამაკაცი როგორ უნდა გახდეთ მამაკაცისთვის სასურველი, ერთადერთი და განუმეორებელი 2012, 9 დეკემბერი, 19:33 მამაკაცებს სრულყოფილი ქალები მოსწონთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სრულყოფილებას ყველა მამაკაცი თავისებურად აღიქვამს, არსებობს განსაკუთრებული პრინციპები, რომელთა გათვალისწინებითაც გახდებით მამაკაცისთვის სასურველი და ყველასგან გამორჩეული.
1. უპირველესად გწამდეთ, რომ ყველას შეუძლია დაიჭიროს "ბედნიერების ლურჯი ფრინველი". არ არის საჭირო იყოთ იდეალისტი. ეს მხოლოდ შეგიშლით ხელს თვითდამკვიდრებაში და შეიძლება დეპრესიაშიც ჩავარდეთ. ამიტომ თამამად გამოავლინეთ თქვენი ემოციები და ნურც სხვისი გრძნობები შეგაშინებთ. 2. ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაარღვიეთ თქვენი ყოველდღიურობა. მაინცდამაინც თავდაყირა ნუ ივლით, მაგრამ გააცდინეთ სამსახური, ადექით ჩვეულებრივზე გვიან, გაისეირნეთ ქალაქში. თუ დიასახლისი ხართ, როცა არ გინდათ, ნუ გარეცხავთ სარეცხს, ნუ მოამზადებთ სადილს. ამის ნაცვლად ადექით და თუნდაც ზოოპარკში შეიარეთ. ერთი სიტყვით, გაერთეთ. 3. ხშირად უსმინეთ შინაგან ხმას და ზოგჯერ აჰყევით გულისთქმასაც. 4. გახსოვდეთ, იმისთვის რომ შეგიყვარონ, აუცილებელი არ არის უნაკლო იყოთ და თავი დაიტანჯოთ ხელოვნური მანერებითა და დაყენებული ხმით. 5. არასოდეს ჩაიცვათ და მოიქცეთ ისე, როგორც ეს სხვებს მოეწონებათ. შეიმოსეთ იმ ტანსაცმლით, რომელშიც თქვენ გრძნობთ თავს თავისუფლად. 6. აუცილებლად თქვით უარი, როცა ისეთი რამის გაკეთებას გაიძულებენ, რაც არ გსიამოვნებთ. გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც გსურთ. 7. შეიძინეთ ისეთი მეგობრებიც, რომლებიც ვერც კარიერის შექმნაში დაგეხმარებიან, ვერც იმიჯს შეგიქმნიან და ვერც ფულს გასესხებენ, მაგრამ გულით ეყვარებით. უბრალოდ, იმეგობრეთ მათთან და მათი ყურადღებით მიიღეთ სიამოვნება. 8. ისწავლეთ საკუთარი სხეულის ენა და თუკი იგი დასვენებას გთხოვთ, მიატოვეთ ყველა საქმე და დაისვენეთ. 9. იყავით სპორტული და თუ მეტს ვერაფერს მოახერხებთ, ეცადეთ ბევრი მაინც იაროთ. 10. გახსოვდეთ, რომ მრისხანება ქალს არ უხდება, ამიტომ ეცადეთ სუსტი გამოჩნდეთ... ქალის მთავარი ძალა მის სისუსტეშია. 11. არასოდეს ჩაიკეტოთ საკუთარ ნაჭუჭში, ასე შესაძლოა ადამიანებს გაერიყოთ. 12. წელიწადში ერთხელ მაინც გაემგზავრეთ თავგადასავლების საძებნელად, უცხო გარემოში დასასვენებლად და ყველაფერი დაივიწყეთ. 13. აუცილებლად გაიჩინეთ ჰობი, თუნდაც ეს იყოს ქარგვა, მარკების შეგროვება, ხატვა... ეცადეთ თავისუფალი დრო ნაკლებად გქონდეთ, რათა არაფერზე იდარდოთ. 14. ისწავლეთ კომპლიმენტების ღირსეულად მიღება. 15. არასოდეს იდარდოთ გუშინდელ დღეზე. გაიხსენეთ რობაქიძის "გველის პერანგიდან" სიტყვები: "ადამიანი ისე უნდა უყურებდეს საკუთარ წარსულს, როგორც გველი უყურებს თავის პერანგს - გახდილსა და გადაგდებულს... სიცოცხლის ატანა მხოლოდ ამ გზით შეიძლება". 16. იყავით ოპტიმისტი და გწამდეთ, რომ ხვალინდელი დღე გაცილებით პოზიტიური იქნება დღევანდელზე. 17. არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი საკუთარ სიმართლეში, თუნდაც იცოდეთ, რომ მთლად მართალი არ ხართ. გახსოვდეთ, ქალი ყოველთვის მართალია. 18. ისწავლეთ სხვისი მოსმენა. ყველას სჭირდება უბრალო, ადამიანური თანადგომა. 19. აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ თქვენი განცდები და უარყოფითი ემოციები მაშინ, როცა მათი ხმამაღლა გამოვლენა გიჭირთ. 20. გახსოვდეთ, გულახდილობა სასარგებლო თვისებაა. იყავით გულახდილი და სხვებისგანაც იგივე მოითხოვეთ. 21. როცა გსურთ, საყვარელ ადამიანს აამოთ, საკუთარი სურვილებიც არ დაივიწყოთ. აგრძნობინეთ, რომ თქვენც ადამიანი ხართ. 22. იყავით მოვლენათა ცენტრში. ყველაფერზე იქონიეთ საკუთარი აზრი. ნუ ჩამორჩებით ცხოვრებას და ისიც არასოდეს ჩაგივლით გვერდზე. 704 6-ს მოსწონს 2-ს არა
|