საზოგადოება რა გახდა ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზი? რაზე ედავებოდა ბერეზოვსკი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს? 2013, 23 მარტი, 21:51 დიდ ბრიტანეთში მცხოვრები რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი გარდაიცვალა. ბერეზოვსკის სიძემ ეგორ შუპემ ფეისბუქში პირად გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა რუსი ბიზნესმენის გარდაცვალების შესახებ. როგორც გაირკვა, ბიზნესმენი ლონდონში, ადგილობრივი დროით 11 საათზე გარდაიცვალა. ბორისმა სამშობლო 13 წლის წინ დატოვა, მაშინ როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი მოვიდა. (საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2003 წელს მან პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო) "ნოვაია გაზეტა" ირწმუნება, რომ ბიზნესმენი ბოლო დროს დეპრესიულ განწყობაზე იყო და საზოგადოებაში ხშირი გამოჩენისგანაც თავს იკავებდა. გავრცელებული ხმების თანახმად ბიზნესმენს ბევრი ვალი ჰქონდა. ბრიტანული "თაიმსი" რამდენიმე დღის წინ ირწმუნებოდა, რომ რუსი ოლიგარქი სამსახურიდან ათავისუფლებდა ათობით ადამიანს, ხურავდა ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში მოქმედ საკუთარ ოფისს, ყიდიდდა რამდენიმე კერძო საკუთრებას და აუქციონზე უორჰოლის ნახატის გარდა, 1927 წელს გამოშვებული, "როლს-როისის" კლასიკური მოდელიც გამოჰქონდა. ბორის ბერეზოვსკიმ სასამართლო დავა წააგო რომან აბრამოვიჩთან, რომლისგანაც ის რამდენიმე მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვდა. ბორის ბერეზოვსკის წარმომადგენელი და ადვოკატი რუსეთში, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. გავრცელებული ხმების თანახმად ბერეზოვსკიმ თავი მოიკლა. სულ ცოტა ხნის წინ კი ბორის ბერეზოვსკიმ დავა წამოიწყო, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მას ბრალი დასდო საერთო აქტივების არასწორ მართვასა და მითვისებაში. ბერეზოვსკი აპირებდა პატარკაციშვილის მემკვიდრეებისათვის წაერთმია ქონების დიდი ნაწილი. რუსმა ოლიგარქმა და პატარკაციშვილის ოჯახმა მორიგება გადაწყვიტეს. რაზე შეთანხმდნენ მხარეები? გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია და გახმაურება კანონით ისჯება... 1285 11-ს მოსწონს
|