ვარსკვლავები მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მოდელი ბრაზილიელია. 2013, 23 მარტი, 20:53 მსოფლიო მოდის სამყაროში ყველაზე მდიდარ სუპერმოდელად ბრაზილიელი ჟიზელ ბიუნდჰენი დასახელდა. სუპერვარსკვლავი, რომელმაც გასულ კვირას მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მოდელთა კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა, (პირველ ადგილზე ადრიანა ლიმაა) წარმოშობით ბრაზილიელია, თუმცა მასში გერმანული სისხლი ჩქეფს. ჟიზელ ბიუნდჰენი 1980 წელს სამ ტყუპთან ერთად სან-პაულოში დაიბადა და სამხრეთ ბრაზილიის ერთ პატარა სოფელ ჰორიზონტინაში გაიზარდა.14 წლის ასაკში დაიწყო მისი სამოდელო კარიერა, როდესაც ის ტყუპებთან და მშობლებთან ერთად სან-პაულოში ფრენბურთის თამაშის დროს ყველაზე ცნობილი სამოდელო სააგენტოს აგენტმა შეამჩნია და საააგენტოში მიიწვია.რამდენიმე ხანში იგი გახდა "დოლჩე გაბანას"პარფიუმერიის სახე, რამაც პოპულარობა გაუზარდა და ამიტომაა, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მოდელად ითვლება. ჟიზელის შემოსავალი 45 000 000 დოლარს აღემატება.იგი გინესების რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა, როგორც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სუპერმოდელი. მან არაერთ საქველმოქმედო საქმიანობაში მიიღო მონაწილეობა. ჰაიტის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს მილიონ ხუთასი ათასი დოლარი გადაურიცხა. ჟიზელ ბიუნდჰენს უკავშირებენ ჰოლივუდის ვარსკვლავის ლეონარდო დი-კაბრიოს სახელს.როგორც ამბობენ, მათ წლების მანძილზე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და დაქორწინებასაც კი აპირებდნენ, მაგრამ მათი ქორწინება არ შედგა.როგორც ცნობილია, მისი მეუღლე ამერიკელი ფეხბურთელი- ტომ ბრედია. წყაროები იმასაც გვატყობინებენ, რომ ორი საუკეთესო როლი, სადაც ჟიზელი მთავარ როლს თამაშობს, ლეონარდოს დამსახურებააო. ბავშვობიდან ოცნებობდა, რომ ფრენბურთელი გამხდარიყო, მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა.ვერასოდეს იფიქრებდა, რომ პოდიუმზე გაივლიდა და ერთ საათში 7000 დოლარს გადაუხდიდნენ. ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ დედის წინააღმდეგ წავიდოდა( დედა ძალიან წინააღმდეგი იყო ჟიზელა მოდელი გამხდარიყო, რადგან "ყველა მოდელი მეძავიაო"-ამბობდა დედა), მაგრამ მამამ მხარი დაუჭირა გოგონას და თავად ჩაიყვანა სან-პაულოში. სუპერმოდელს ტომთან ერთი ვაჟი ჰყავს (ერთი გერიც), თუმცა სანდო წყაროები ამბობენ, რომ ჟიზელ ბიუნდჰენი ბევრი შვილის გაჩენას აპირებს. "მინდოდა წყალში მემშობიერა და საკუთარ თავზე გამომეცადა ტრანსფორმაცია...მე ეს შევძელი... ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ.ვცდილობ დიდი დრო ბავშვს დავუთმო და ბევრი შვილი გავაჩინო...."-ამბობს ჟიზელი. მსოფლიო მოდის მიმდევრებმა ჟიზელის ფეხმძიმობის შესახებ როცა გაიგეს, გაოცებულები იმას ამბობდნენ, როგორ შეძლებდა სუპერმოდელი მყუდრო ოჯახის კარიერასთან შეთავსებას, მაგრამ ჟიზელს ეს კარგად გამოუვიდა.გერთან დაახლოების მიზნით ოჯახი ლოს-ანჟელესში აპირებს დასახლებას. იგი არა ერღხელ გამხდარა პაპარაცების სამიზნე, მაგრამ მათ არასოდეს ემალება.ჟიზელი თამამად დააბიჯებს პარიზის, ლოს-ანჟელესის, სან-პაულოს ქუჩებში. 388 21-ს მოსწონს 3-ს არა
|