x
image
K.P.
ნანუკა ჟორჟოლიანს კორესპოდენტობის სურვილი უჩნდება, ის მალე აქტიურ ჟურნალისტიკაში დაბრუნდება?


imageნანუკა ჟორჟოლიანი წლების მანძილზე "რუსთავი 2"-ის კორესპოდენტი გახლდათ. ახლა კი მას საკუთარი გადაცემა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" აქვს. ნანუკა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს: "ვუყურებ რუსთავი 2-ს (პირდაპირს პარლამენტიდან) და მიმძაფრდება სურვილი კორესპოდენტობის! ეხლა მიკროფონით ხელში სხდომათა დარბაზთან დიდი სიამოვნებით დავდგებოდი. ჯადო, ჯადო:) უნდა გამოვილოცო სასწრაფოდ:))" ნანუკა ჟორჟოლიანის ამ სტატუსს კომენტარებიც მოჰყვა. გაჩნდა კითხვა „ხომ არ აპირებს ნანუკა პოლიტიკური თოქ-შოუს გაკეთებას". პასუხად კი ნანუკამ ყველაფერი უარყო და შემდეგი კომენტარი გააკეთა: „არა რა პოლიტიკური თოქ -შოუ. კორესპოდენტობაა ჯადო! გადაცემა სხვა ტემპია. მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა სხვა. მე ის მიყვარს.“ imageნანუკა დაქორწინებულია ირაკლი კოდუაზე. ჰყავს ორი შვილი, პირველი ქორწინებიდან მარიამი, მეორედან საბა. მარიამს "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" თინეიჯერების რუბრიკა მიჰყავს და ნიჭიერ ახალგაზრდებს გვაცნობს. მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ირაკლი კოდუამ საქართველო დატოვა. გავრცელებული ხმების თანახმად ის ახლა ჩეხეთში იმყოფება და ნანუკაც, შეძლებისდაგვარად სტუმრობს მეუღლეს. გავრცელებული ჭორების თანახმად წყვილის ურთიერთობაში კრიზისია. ნანუკა ჭორებს უარყოფს, დრო კი ყველაფერს გვიჩვენებს... ალბათ საინტერესო იქნებოდა ნანუკას ხილვა აქტიურ ჟურნალისტიკაში. ვუსურვოთ მას წარმატებები... image

0
177
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0