კულტურა როგორ გახდა ადრიანა ლიმა-ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოდელი 2013, 20 მარტი, 5:50 ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრიანა ლიმა დაიბადა ბრაზილიის ერთ პატარა ქალაქ სალვადორში.ის ჯერ კიდევ ექვსი თვის იყო, როდესაც მამამ მიატოვა და გოგონას გაზრდა დედამ აიღო თავის თავზე.მას შემდეგ ადრიანას მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით 2007 წელს მცირეხნიან შეხვედრას, რომელიც წინასწარ იყო ორგანიზებული.ადრიანამ მასთან შეხვედრა და შერიგება არ ისურვა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველაზე რთულ პერიოდში მიატოვა მან ის და დედამისი. 13 წლის ადრიან თავის მეგობართან ერთად სავაჭრო ცენტრში იყო მისული, რომ ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს თანამშრომლებმა შეამჩნიეს.მას უარი არ განუცხადებია ქასთინგზე და სულ მალე "ფორდ სუპერმოდელ ბრაზილიის" კონკურსის გამარჯვებული გახდა.18 წლის ადრიანა ნიუ-იორკში მიიწვიეს. აქედან დაიწყო მისი კარიერა და იგი "ვიქტორია სეკრეტის"ყველაზე ძვირადღირებული მოდელი გახდა. მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მათ შორის მომღერალი ლენი კრავიცი, ავსტრიის პრინცი ჰანს-ადამ ლიხტენშტაინ მეორე, პამელა ანდერსონის ყოფილი ქმარი ტომი ლიმ კი, რომელმაც ფიცი დადო, სანამ ადრიანა ჩემი არ გახდება, უარს ვაცხადებ სხვა ქალებთან ურთიერთობაზეო, თუმცა ადრიანამ არაფრად ჩააგდო მისი ფიცი და განაცხადა, რომ არ აპირებდა სკანდალურ პირებთან რაიმე სახის ურთიერთობას. 2006 წლიდან ადრიანა ხვდებოდა სერბ კალათბურთელ მარკო იარიჩს და 2009 წელს მან 28 წლის ასაკში საიდუმლო ვითარებაში დაიწერა ჯვარი კალათბურთელზე. ადრიანას ჰყავს ბედნიერი ოჯახი.2009 წელს გაუცნდა პირველი ქალიშვილი, ხოლო 2012 წელს კი მეორე შვილი შეეძინა და ისიც გოგონა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომოყვარულების, ე.წ."პაპარაცების" მიერ გადაღებული სურათები, რომელიც მას მაიამის ქუჩებში სეირნობისას გადაუღეს, როცა ადრიანამ და მისმა მეუღლე მარკომ სტარბაქსი დატოვეს. ეს ფოტოები კი ლოს-ანჟელესშია გადაღებული იგივე "პაპარაცების" მიერ. 658 25-ს მოსწონს 1-ს არა
|